https://sputnik-georgia.com/20231019/arar-aris-im-honorze-mawarasvili-parlamentsi-prezidentis-gamosvlaze-283443468.html
„უკვე აღარ არის იმ ჰონორზე" - დეპუტატმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა
„უკვე აღარ არის იმ ჰონორზე" - დეპუტატმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა
Sputnik საქართველო
თუ ზურაბიშვილი გონს არ მოეგება, მას უარესი ელოდება, აღნიშნა პოლიტიკოსმა. 19.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-19T15:19+0400
2023-10-19T15:19+0400
2023-11-01T16:33+0400
საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273498777_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_dc166b8140a002d93cc849f915b9b571.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე აღარ არის იმ ჰონორზე, როგორზეც იყო ერთი-ორი თვის წინ, ამიტომაც ვერ უპასუხა დეპუტატების კითხვებს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა სახელმწიფოს მეთაურის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის კომენტარისას. მმართველმა პარტიამ გუშინ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭირო იყო 100 დეპუტატის ხმა, მაგრამ ამას მხარი მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. ზურაბიშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, უარი თქვა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაზე. დეპუტატის თქმით, პარლამენტში მოსვლამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა დაარღვიოს დუმილი და მას სხვანაირს იხილავენ, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. „დუმილი თუ დაარღვია, კითხვებს პასუხები რატომ არ გასცა? ყველაფერს უკუღმა აკეთებს", – განაცხადა მაჭარაშვილმა. ბავშვი ასანთით ხელში - კობახიძემ უკრაინასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის ქმედებები შეაფასა>>დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგი იქნებოდა და ამ დროს "ნაცებთან" გადავიდა". „კიდევ უარესი ელოდება, თუ გონს არ მოეგება", – განაცხადა მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ „ნაცმოძრაობასა“ და ზურაბიშვილს ერთი პატრონი ჰყავთ. დეპუტატის თქმით, სწორედ პატრონმა მიუთითა "ნაცმოძრაობას", რომ არ დასწრებოდნენ სხდომას, სადაც იმპიჩმენტის საკითხი წყდებოდა. რა იქნება შემდეგ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა. ამგვარად ის დარჩა საქართველოს პრეზიდენტად, შეინარჩუნა კონსტიტუციით გაწერილი ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, მოქალაქეობის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება და შეწყალების უფლება. კობახიძე: ზურაბიშვილი ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი>>ზურაბიშვილი გადადგომას არ აპირებს, ხოლო იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ დუმილის უფლება დაიტოვა. თუმცა, პრეზიდენტს რიგ შემთხვევებში მთავრობასთან ერთად მოქმედება და შემდეგი წლის დასაწყისში დეპუტატების წინაშე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაც მოუწევს. ზურაბიშვილს უფლებამოსილება 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273498777_97:0:2826:2047_1920x0_80_0_0_b94c17688cbd354c11f922bd4d70cfbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
„უკვე აღარ არის იმ ჰონორზე" - დეპუტატმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა
15:19 19.10.2023 (განახლებულია: 16:33 01.11.2023) თუ ზურაბიშვილი გონს არ მოეგება, მას უარესი ელოდება, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე აღარ არის იმ ჰონორზე, როგორზეც იყო ერთი-ორი თვის წინ, ამიტომაც ვერ უპასუხა დეპუტატების კითხვებს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა სახელმწიფოს მეთაურის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის კომენტარისას.
მმართველმა პარტიამ გუშინ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭირო იყო 100 დეპუტატის ხმა, მაგრამ ამას მხარი მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. ზურაბიშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, უარი თქვა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაზე.
„საქართველოს პრეზიდენტი რომ აღარ არის იმ ჰონორზე, როგორზეც იყო ერთი-ორი თვის წინ, ეს ფაქტია, რადგან კითხვებს პასუხები ვერ გასცა", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, პარლამენტში მოსვლამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა დაარღვიოს დუმილი და მას სხვანაირს იხილავენ, მაგრამ მას არაფერი უთქვამს.
„დუმილი თუ დაარღვია, კითხვებს პასუხები რატომ არ გასცა? ყველაფერს უკუღმა აკეთებს", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგი იქნებოდა და ამ დროს "ნაცებთან" გადავიდა".
„კიდევ უარესი ელოდება, თუ გონს არ მოეგება", – განაცხადა მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ „ნაცმოძრაობასა“ და ზურაბიშვილს ერთი პატრონი ჰყავთ.
დეპუტატის თქმით, სწორედ პატრონმა მიუთითა "ნაცმოძრაობას", რომ არ დასწრებოდნენ სხდომას, სადაც იმპიჩმენტის საკითხი წყდებოდა.
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა. ამგვარად ის დარჩა საქართველოს პრეზიდენტად, შეინარჩუნა კონსტიტუციით გაწერილი ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, მოქალაქეობის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება და შეწყალების უფლება.
ზურაბიშვილი გადადგომას არ აპირებს, ხოლო იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ დუმილის უფლება დაიტოვა.
თუმცა, პრეზიდენტს რიგ შემთხვევებში მთავრობასთან ერთად მოქმედება და შემდეგი წლის დასაწყისში დეპუტატების წინაშე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაც მოუწევს.
ზურაბიშვილს უფლებამოსილება 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება.