გაზის იმპორტი აზერბაიჯანიდან საქართველოში შემცირდა

© photo: Sputnik / Pavel Lvov / გადასვლა მედიაბანკშიგაზის ქსელი
გაზის ქსელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობამ 2023 წლის ცხრა თვეში 17,8 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა 2023 წლის იანვარი–სექტემბერში საქართველოს 1,7 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, რაც 10,5%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.
2022 წლის იანვარი–სექტემბერში საქართველოში იმპორტირებული იყო 1,9 მლრდ კუბური მეტრი გაზი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს – „საქსტატს" გაზის იმპორტის 2023 წლის ცხრა თვის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით, საქართველომ 293 მლნ დოლარის ბუნებრივი აირი შეისყიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 14,5%-ით მეტია. რუსეთიდან იმპორტირებული გაზის ღირებულება 150%-ით გაიზარდა.
გაიზრდება თუ არა ტარიფები კომუნალურ მომსახურებაზე საქართველოში - დავით ნარმანიას პასუხი>>
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან შესყიდული იყო 84,1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ბუნებრივი გაზი. გაზის იმპორტმა აზერბაიჯანიდან თითქმის 209 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 6%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის ცხრა თვეში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობამ 17,8 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია. ევროპაზე მოდის 8,6 მლრდ კუბური მეტრი, თურქეთზე – 7,5 მლრდ კუბური მეტრი.
ყველა ახალი ამბავი
0