https://sputnik-georgia.com/20231012/gaizrdeba-tu-ara-tarifebi-komunalur-momsaxurebaze-narmania-283220387.html
გაიზრდება თუ არა ტარიფები კომუნალურ მომსახურებაზე საქართველოში - დავით ნარმანიას პასუხი
გაიზრდება თუ არა ტარიფები კომუნალურ მომსახურებაზე საქართველოში - დავით ნარმანიას პასუხი
Sputnik საქართველო
მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 2023 წლის 1 იანვრიდან ხუთი წლის ვადით განისაზღვრა. 12.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-12T17:01+0400
2023-10-12T17:01+0400
2023-10-12T20:18+0400
სემეკი
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23206/45/232064532_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_b211db612148f8cd8058cf69da570045.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის ტარიფის, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა მოსალოდნელი არ არის, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი, GNERC) ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ. ნარმანიამ ტარიფებთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც სემეკის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სემეკის თავმჯდომარის ინფორმაციით, მიმდინარე წელს კომისია გადახედავს წყლის ტარიფს დედაქალაქში, მცხეთასა და რუსთავში, ანუ – GWP-ის არეალში. კერძოდ, აღნიშნულ საკითხს კომისია ნოემბერ-დეკემბერში განიხილავს. საქართველოს უმეტეს რაიონებში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" გაზის ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 53,9 თეთრს შეადგენს. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური დავალიანება ჩამოაწერა>>საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი. გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს. გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23206/45/232064532_73:0:1212:854_1920x0_80_0_0_07b1487383be8476a31edfda9d483f46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სემეკი, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება
სემეკი, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება
გაიზრდება თუ არა ტარიფები კომუნალურ მომსახურებაზე საქართველოში - დავით ნარმანიას პასუხი
17:01 12.10.2023 (განახლებულია: 20:18 12.10.2023) მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 2023 წლის 1 იანვრიდან ხუთი წლის ვადით განისაზღვრა.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის ტარიფის, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა მოსალოდნელი არ არის, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი, GNERC) ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ.
ნარმანიამ ტარიფებთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც სემეკის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
„მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბუნებრივ აირზე ტარიფების რაიმე ფორმით ცვლილებას არ ველოდებით. დიდწილად ეს ვალუტის კურსზეა დამოკიდებული, რადგან ბუნებრივი აირი იმპორტირებულია. მაგრამ რადგან ვალუტის კურსი გამყარდა და არის საბაზრო ნიშნულზე, ბუნებრივი აირის ტარიფების შეცვლა არ იგეგმება. ასევე 5-წლიანი ტარიფი დავადგინეთ ელექტროენერგიის სექტორში 2020 წლის ბოლოს", – განაცხადა დავით ნარმანიამ კომიტეტის სხდომაზე.
სემეკის თავმჯდომარის ინფორმაციით, მიმდინარე წელს კომისია გადახედავს წყლის ტარიფს დედაქალაქში, მცხეთასა და რუსთავში, ანუ – GWP-ის არეალში. კერძოდ, აღნიშნულ საკითხს კომისია ნოემბერ-დეკემბერში განიხილავს.
საქართველოს უმეტეს რაიონებში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" გაზის ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 53,9 თეთრს შეადგენს.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.