https://sputnik-georgia.com/20230711/-----279477734.html
სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური დავალიანება ჩამოაწერა
სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური დავალიანება ჩამოაწერა
Sputnik საქართველო
კომისიის ხელმძღვანელმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისთვის 2022 წელს სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციების შედეგებზე ისაუბრა. 11.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-11T21:30+0400
2023-07-11T21:30+0400
2023-07-11T23:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
სემეკი
საქართველოს ენერგეტიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/09/238920927_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_e10f0803bad817a7edafc3cea4bcd550.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ მომსახურებაზე უსაფუძვლოდ დარიცხული და ხანდაზმული დავალიანებები ჩამოეწერა, ჯამში ჩამოწერილია მილიონ ლარზე მეტი, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.კომისიის თავმჯდომარემ გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.კომისიის ხელმძღვანელმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისთვის 2022 წელს სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციების შედეგებზე ისაუბრა.„2022 წელი მნიშვნელოვანი იყო მარეგულირებელი კომისიისთვის. ენერგეტიკულ ბაზრებზე რეფორმირების პროცესში სემეკმა შეიმუშავა არაერთი ნორმატიული აქტი, აქტიურად ვმუშაობდით მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც რეგულირებად სექტორებში მოქმედი კომპანიებისთვის წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს“, – განაცხადა ნარმანიამ.მისი თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების, მარეგულირებელი ნორმების სრულყოფის მიზნით სემეკი ღიაა ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის.როგორც ნარმანიამ განმარტა, კომისიის ამოცანა კომუნალურ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის ბალანსის შენარჩუნებაა.დავით ნარმანიამ 2022 წელს მის მიერ შექმნილ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სემეკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდა.„დღემდე ცენტრს უკვე ათასამდე კურსდამთავრებული ჰყავს, რაც მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ მსმენელებს შევთავაზოთ ახალი სასწავლო კურსები“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა 2023 წლის გეგმებზე და განაცხადა, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მარეგულირებელი კომისიის როლი ინოვაციური მიდგომების განვითარებაში მდგომარეობს.მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად სემეკი აქტიურადაა ჩართული მწვანე წყალბადის განვითარებასა და განახლებადი ენერგიების ეფექტიანი ათვისების საკითხებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/09/238920927_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_3e230469c37b455f456917a730b74725.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სემეკი, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სემეკი, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება
სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური დავალიანება ჩამოაწერა
21:30 11.07.2023 (განახლებულია: 23:01 11.07.2023) კომისიის ხელმძღვანელმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისთვის 2022 წელს სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციების შედეგებზე ისაუბრა.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ მომსახურებაზე უსაფუძვლოდ დარიცხული და ხანდაზმული დავალიანებები ჩამოეწერა, ჯამში ჩამოწერილია მილიონ ლარზე მეტი, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
კომისიის თავმჯდომარემ გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ეფექტიანი იყო კომისიის საქმიანობა კომუნალური სერვისების გამარტივებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჩამოაწერა უსაფუძვლოდ დარიცხული და ხანდაზმული დავალიანებები, ჯამში ჩამოწერილია მილიონ ლარზე მეტი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კომისიის ხელმძღვანელმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისთვის 2022 წელს სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციების შედეგებზე ისაუბრა.
„2022 წელი მნიშვნელოვანი იყო მარეგულირებელი კომისიისთვის. ენერგეტიკულ ბაზრებზე რეფორმირების პროცესში სემეკმა შეიმუშავა არაერთი ნორმატიული აქტი, აქტიურად ვმუშაობდით მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც რეგულირებად სექტორებში მოქმედი კომპანიებისთვის წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს“, – განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების, მარეგულირებელი ნორმების სრულყოფის მიზნით სემეკი ღიაა ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის.
როგორც ნარმანიამ განმარტა, კომისიის ამოცანა კომუნალურ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის ბალანსის შენარჩუნებაა.
„საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს სემეკის ფუნქციების შესახებ, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ შეუძლიათ მომართონ სემეკს, თუ კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
დავით ნარმანიამ 2022 წელს მის მიერ შექმნილ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სემეკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდა.
„დღემდე ცენტრს უკვე ათასამდე კურსდამთავრებული ჰყავს, რაც მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ მსმენელებს შევთავაზოთ ახალი სასწავლო კურსები“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა 2023 წლის გეგმებზე და განაცხადა, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მარეგულირებელი კომისიის როლი ინოვაციური მიდგომების განვითარებაში მდგომარეობს.
მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად სემეკი აქტიურადაა ჩართული მწვანე წყალბადის განვითარებასა და განახლებადი ენერგიების ეფექტიანი ათვისების საკითხებში.