https://sputnik-georgia.com/20231017/samxaraze-saqartvelos-xelisufleba-bolo-erti-welia-amtkicebs-rom-msvidoba-ualternativoa-283380689.html
სამხარაძე: ხელისუფლებას ბოლო ერთი წელია უწევს მტკიცება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს
სამხარაძე: ხელისუფლებას ბოლო ერთი წელია უწევს მტკიცება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს
Sputnik საქართველო
ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარება გარკვეულ საფრთხეებს საქართველოსთვისაც შეიცავს, განაცხადა დეპუტატმა. 17.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-17T20:20+0400
2023-10-17T20:20+0400
2023-10-17T22:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ისრაელი-ჰამასის ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/85/242188542_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_eadf6a6388a3a0355b86fc39c60be1e6.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას მთელი წლის განმავლობაში უწევდა იმის დამტკიცება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მშვიდობას უქმნის საფრთხეს, დამღუპველია ქვეყნისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.საქართველოს ხელისუფლების მისამართით არაერთხელ გაისმა მოწოდებები რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნისა და დაკარგული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნების შესახებ. საპასუხოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ მეორე ფრონტის გახსნა არ მოხდება, მშვიდობას კი ალტერნატივა არა აქვს.მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარება გარკვეულ საფრთხეებს საქართველოსთვისაც შეიცავს, ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს.სამხარაძემ დაგმო „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე და სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელის სახელმწიფოს.„ჩვენ ყველანი შეძრწუნებული ვართ „ჰამასის“ მიერ ბარბაროსული და არაადამიანური თავდასხმით ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომელიც გასულ კვირას მოხდა, და ამ ტერორისტულ აქტს იცით, რომ შეეწირა 1400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. ჩვენ კიდევ ერთხელ ცალსახად ვგმობთ ამ თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს და ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს, ვლოცულობთ დაღუპულთა სულებისთვის და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს“, – განაცხადა დეპუტატმა.პრემიერი: საქართველო გმობს ისრაელზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას >>როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში და კონფლიქტის არეალის გაფართოება საქართველოს უსაფრთხოებას დამატებით გამოწვევებს შეუქმნის.მისი თქმით, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ საქართველოს უშუალო მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ჯერ არ მიუღწევიათ სამშვიდობო შეთანხმებისთვის და დაპირისპირების პოტენციალი ძალიან მაღალია.7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 2.700-ს გადააჭარბა, ხოლო ისრაელის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა 1400-ს აღემატება, რამდენიმე ათასი ისრაელელი და პალესტინელი დაჭრილია. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპული და დაკარგული უცხოელების შესახებ, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებზე. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, „ჰამასის“ ტყვეობაში შესაძლოა 150-მდე ისრაელის მოქალაქე იყოს.თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელზე მასირებული იერიშის დღეს ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.იმავე დღეს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებით, რეზერვისტების გაწვევა დაიწყო. ჯარი სრულ მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/85/242188542_281:0:2000:1289_1920x0_80_0_0_24808fdca6c27e82d70587b60aa8283c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ისრაელი-ჰამასის ომი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ისრაელი-ჰამასის ომი
სამხარაძე: ხელისუფლებას ბოლო ერთი წელია უწევს მტკიცება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს
20:20 17.10.2023 (განახლებულია: 22:56 17.10.2023) ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარება გარკვეულ საფრთხეებს საქართველოსთვისაც შეიცავს, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას მთელი წლის განმავლობაში უწევდა იმის დამტკიცება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მშვიდობას უქმნის საფრთხეს, დამღუპველია ქვეყნისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს ხელისუფლების მისამართით არაერთხელ გაისმა მოწოდებები რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნისა და დაკარგული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნების შესახებ. საპასუხოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ მეორე ფრონტის გახსნა არ მოხდება, მშვიდობას კი ალტერნატივა არა აქვს.
„რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დღეს და თითქმის ბოლო ერთი წლის მანძილზე გვიწევს იმის მტკიცება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მშვიდობას საფრთხე შეუქმნას, არის მიუღებელი და უბრალოდ დამანგრეველი საქართველოსთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარება გარკვეულ საფრთხეებს საქართველოსთვისაც შეიცავს, ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს.
სამხარაძემ დაგმო „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე და სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელის სახელმწიფოს.
„ჩვენ ყველანი შეძრწუნებული ვართ „ჰამასის“ მიერ ბარბაროსული და არაადამიანური თავდასხმით ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომელიც გასულ კვირას მოხდა, და ამ ტერორისტულ აქტს იცით, რომ შეეწირა 1400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. ჩვენ კიდევ ერთხელ ცალსახად ვგმობთ ამ თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს და ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს, ვლოცულობთ დაღუპულთა სულებისთვის და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს“, – განაცხადა დეპუტატმა.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში და კონფლიქტის არეალის გაფართოება საქართველოს უსაფრთხოებას დამატებით გამოწვევებს შეუქმნის.
მისი თქმით, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ საქართველოს უშუალო მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ჯერ არ მიუღწევიათ სამშვიდობო შეთანხმებისთვის და დაპირისპირების პოტენციალი ძალიან მაღალია.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ფხიზლად უნდა ვიყოთ და ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება“, – აღნიშნა სამხარაძემ.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 2.700-ს გადააჭარბა, ხოლო ისრაელის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა 1400-ს აღემატება, რამდენიმე ათასი ისრაელელი და პალესტინელი დაჭრილია. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპული და დაკარგული უცხოელების შესახებ, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებზე. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, „ჰამასის“ ტყვეობაში შესაძლოა 150-მდე ისრაელის მოქალაქე იყოს.
თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელზე მასირებული იერიშის დღეს ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.
იმავე დღეს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებით, რეზერვისტების გაწვევა დაიწყო. ჯარი სრულ მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით.