https://sputnik-georgia.com/20231017/rodis-gaimarteba-kenwisyra-prezidentis-impicmentis-sakitxze-papuasvilis-ganmarteba-283376870.html
როდის გაიმართება კენჭისყრა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე - პაპუაშვილის განმარტება
როდის გაიმართება კენჭისყრა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე - პაპუაშვილის განმარტება
Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. 17.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-17T16:30+0400
2023-10-17T16:30+0400
2023-11-01T12:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283443161_0:60:1281:780_1920x0_80_0_0_3ca21a6777f7bf3d56ea97a45807050f.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საკანონმდებლო ორგანო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გზით გადაყენების საკითხს ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს განიხილავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში წარადგინეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში.ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კანონი: ღარიბაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე >>ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.სასამართლო კოლეგიამ ხმების უმრავლესობით უფრო არგუმენტირებულად მიიჩნია „ქართული ოცნების" დასკვნები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283443161_0:0:1137:852_1920x0_80_0_0_aeedbc8d4519007e10ea4bf1cc0936c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი
როდის გაიმართება კენჭისყრა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე - პაპუაშვილის განმარტება
16:30 17.10.2023 (განახლებულია: 12:42 01.11.2023) პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საკანონმდებლო ორგანო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გზით გადაყენების საკითხს ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს განიხილავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში წარადგინეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში.
„კომუნიკაცია მქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა, ასე რომ, ჩვენ ხვალ, 12:00 საათზე დავიწყებთ საკითხის განხილვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
სასამართლო კოლეგიამ ხმების უმრავლესობით უფრო არგუმენტირებულად მიიჩნია „ქართული ოცნების" დასკვნები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.