https://sputnik-georgia.com/20231017/rashi-gaiko-sakonstitucio-sasamartlos-mosamartleebis-azri-argumentebi-283386686.html
რაში გაიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აზრი - არგუმენტები
რაში გაიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აზრი - არგუმენტები
Sputnik საქართველო
პლენუმის ცხრა მოსამართლიდან ექვსმა მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობასთან შეუთანხმებელი უცხოური ვიზიტების განხორციელებით კონსტიტუცია დაარღვია. 17.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-17T22:51+0400
2023-10-17T22:51+0400
2023-11-01T13:40+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საკონსტიტუციო სასამართლო
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305521_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_ccc77f69e412171b753c65a5304fc69b.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.პლენუმის ცხრა მოსამართლიდან ექვსმა მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა მთავრობასთან შეუთანხმებლად გერმანიაში, პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტების განხორციელების დროს დაარღვია კონსტიტუცია.„პარლამენტის წევრების არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება კონსტიტუციის დარღვევა“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი აფასებს მხოლოდ იმპიჩმენტის საფუძვლის სამართლებრივ კრიტერიუმს, ხოლო პარლამენტი ხელმძღვანელობს რა პოლიტიკური კრიტერიუმებით, უკვე თავად იღებს გადაწყვეტილებას არის თუ არა პოლიტიკურად გამართლებული თანამდებობის პირის გადაყენება.კალაძე: პრეზიდენტის ნაბიჯები მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ>>>ამავდროულად, სამმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის მუხლების თაობაზე, სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ასეთი გადაწყვეტილების შედეგები და თანამდებობის პირის ბრალეულობის დონე და საკმარისია თუ არა დარღვევა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის.ისინი აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა არ წარმოადგინეს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ პრეზიდენტის ქმედებამ სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოს კონსტიტუციურ წყობას.„რომც დავუშვათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედება ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას, არ ჩანს, რომ მისმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ან/და კონსტიტუციის უხეში დარღვევით საფრთხე შეექმა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ კონსტიტუციურ წესრიგს “, - აღნიშნეს მოსამართლეებმა.მათი აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს იმპიჩმენტის საფუძველი.პროცედურა დაწყებულიასაქართველოს პარლამენტმა სამშაბათს, 17 ოქტომბერს, 88 ხმით 8 წინააღმდეგ მიიღო დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე განიხილება.იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა საქართველოს პარლამენტის მინიმუმ 100 დეპუტატის თანხმობა. იმპიჩმენტის ინიციატორებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალას“ 84 ხმა აქვთ.როდის გაიმართება კენჭისყრა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე - პაპუაშვილის განმარტება>>>დღეისთვის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას ოპოზიციონერი დეპუტატებიდან მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ დათანხმდა.თუ პარლამენტი იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს ახალ პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ხუთი წლის ვადით აირჩევს. არჩევნები ზურაბიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღეში გაიმართება.საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრია, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან წარადგენენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების მიხედვით.კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით და პროპორციული წესით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პროპორციის თანახმად. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.დღეისთვის მმართველ პარტიას უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში, აჭარის უმაღლეს საბჭოში და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305521_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_f7823ceef97d806b7ea025635d72f746.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა, ახალი ამბები
რაში გაიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აზრი - არგუმენტები
22:51 17.10.2023 (განახლებულია: 13:40 01.11.2023) პლენუმის ცხრა მოსამართლიდან ექვსმა მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობასთან შეუთანხმებელი უცხოური ვიზიტების განხორციელებით კონსტიტუცია დაარღვია.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
პლენუმის ცხრა მოსამართლიდან ექვსმა მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა მთავრობასთან შეუთანხმებლად გერმანიაში, პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტების განხორციელების დროს დაარღვია კონსტიტუცია.
ამასთან მათ განმარეტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს ძირითადი კანონის დარღვევას მხოლოდ კონკრეტული პირის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში, პარლამენტის წევრებს კი დარღვევის შესახებ გადაწყვეტილების შემთხვევაში აქვს სრული კონსტიტუციური უფლება მას ან დაუჭირონ მხარი ან არა.
„პარლამენტის წევრების არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება კონსტიტუციის დარღვევა“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი აფასებს მხოლოდ იმპიჩმენტის საფუძვლის სამართლებრივ კრიტერიუმს, ხოლო პარლამენტი ხელმძღვანელობს რა პოლიტიკური კრიტერიუმებით, უკვე თავად იღებს გადაწყვეტილებას არის თუ არა პოლიტიკურად გამართლებული თანამდებობის პირის გადაყენება.
ამავდროულად, სამმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის მუხლების თაობაზე, სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ასეთი გადაწყვეტილების შედეგები და თანამდებობის პირის ბრალეულობის დონე და საკმარისია თუ არა დარღვევა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის.
ისინი აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა არ წარმოადგინეს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ პრეზიდენტის ქმედებამ სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოს კონსტიტუციურ წყობას.
„რომც დავუშვათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედება ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას, არ ჩანს, რომ მისმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ან/და კონსტიტუციის უხეში დარღვევით საფრთხე შეექმა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ კონსტიტუციურ წესრიგს “, - აღნიშნეს მოსამართლეებმა.
მათი აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს იმპიჩმენტის საფუძველი.
საქართველოს პარლამენტმა სამშაბათს, 17 ოქტომბერს, 88 ხმით 8 წინააღმდეგ მიიღო დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე განიხილება.
იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა საქართველოს პარლამენტის მინიმუმ 100 დეპუტატის თანხმობა. იმპიჩმენტის ინიციატორებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალას“ 84 ხმა აქვთ.
დღეისთვის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას ოპოზიციონერი დეპუტატებიდან მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ დათანხმდა.
თუ პარლამენტი იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს ახალ პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ხუთი წლის ვადით აირჩევს. არჩევნები ზურაბიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღეში გაიმართება.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრია, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან წარადგენენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების მიხედვით.
კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით და პროპორციული წესით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პროპორციის თანახმად. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
დღეისთვის მმართველ პარტიას უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში, აჭარის უმაღლეს საბჭოში და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში.