https://sputnik-georgia.com/20231017/kaladzem-girchis-da-droas-liderebs-agentebi-uwoda-283382311.html
კალაძემ „გირჩისა“ და „დროას“ ლიდერებს აგენტები უწოდა
კალაძემ „გირჩისა“ და „დროას“ ლიდერებს აგენტები უწოდა
Sputnik საქართველო
ვინ მოხვდება ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, ამას სპეციალური საბჭო გადაწყვეტს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და სამოქალაქო სექტორის... 17.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-17T19:43+0400
2023-10-17T19:43+0400
2023-11-01T13:36+0400
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016514_0:101:2048:1254_1920x0_80_0_0_8bb7c61f12c24922d57dc24a4d0f089d.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და „დროას" ლიდერები - ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია არიან ჩვეულებრივი მავნებლები და აგენტები, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.აღნიშნული პარტიების ლიდერებმა სამშაბათს გამართეს ვებ-გვერდის mona.ge პრეზენტაცია, სადაც აიტვირთება იმ პირების სია, რომლებიც, მათი შეფასებით, „ემსახურებიან სისტემას და ჩართული არიან ანტიდასავლურ კამპანიაში“. ხოშტარიას თქმით, ვებ-გვერდზე შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების სიის ნახვა, ვინც „ქვეყნისთვის არასწორ საქმეს აკეთებს“.როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ჯაფარიძე შარვალჩახდილი დარბოდა და შოუს დგამდა, ხოშტარია კი რუსეთიდან ფინანსდება.ოპოზიციურმა პარტიებმა „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ მიმდინარე წლის სექტემბერში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.ორმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების წინ ძალები გააერთიანა>>>საქართველოში ორივე პარტიას აქტიურად უჭერენ მხარს პოლიტიკურად აქტიური სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციები, ხოლო მათი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია იყვნენ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების ყველაზე აქტიური მონაწილეები და ერთადერთი პოლიტიკოსები, რომლებსაც აღნიშნულ აქციებზე ტრიბუნიდან სიტყვის წარმოთქმის უფლება მისცეს.ამასთან, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ახალგაზრდების მხარდაჭერის ხარჯზე მცირე ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. პარტია აქტიურია სოციალურ ქსელებში და არ გააჩნია დიდი პარტიული ინფრასტრუქტურა და ოფისები.რაც შეეხება პარტია „დროას“, მისი ლიდერი ელენე ხოშტარია ასევე ცნობილია ახალგაზრდებთან ურთიერთობით და ახალგაზრდულ ორგანიზაცია „სირცხვილიასთან“ აქტიური თანამშრომლობით. თუმცა, მისი რეიტინგი, „გირჩთან" შედარებით, გაცილებით დაბალია.რისთვის მიიღო ხოშტარიას ოჯახმა 5,2 მლნ რუბლი რუსეთიდან: მმართველი პარტიის მოსაზრება>>>ჯერ კიდევ გასულ წელს ხოშტარიამ დაადასტურა ინფორმაცია რუსეთიდან გადარიცხვების შესახებ და განაცხადა, რომ მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის მიერ გაფორმებული სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი გაფორმებული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან“ კი ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 მაისს გადმოირიცხა 2,5 მილიონ რუბლზე მეტი თანხა. ჯამში 2021 წლიდან ხოშტარიას ოჯახმა 5,2 მილიონ რუბლზე მეტი მიიღო.საქართველოში ორივე პარტია ცნობილია ხმაურიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობით და მათი ლიდერები ამ აქციების დროს არაერთხელ იყვნენ დაკავებული პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016514_231:82:1939:1363_1920x0_80_0_0_0499f2335c39d0ee347443e8d9ee18e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
კალაძემ „გირჩისა“ და „დროას“ ლიდერებს აგენტები უწოდა
19:43 17.10.2023 (განახლებულია: 13:36 01.11.2023) ვინ მოხვდება ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, ამას სპეციალური საბჭო გადაწყვეტს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და „დროას" ლიდერები - ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია არიან ჩვეულებრივი მავნებლები და აგენტები, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
აღნიშნული პარტიების ლიდერებმა სამშაბათს გამართეს ვებ-გვერდის mona.ge პრეზენტაცია, სადაც აიტვირთება იმ პირების სია, რომლებიც, მათი შეფასებით, „ემსახურებიან სისტემას და ჩართული არიან ანტიდასავლურ კამპანიაში“. ხოშტარიას თქმით, ვებ-გვერდზე შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების სიის ნახვა, ვინც „ქვეყნისთვის არასწორ საქმეს აკეთებს“.
„როდესაც ორი „ლუზერი“ რაღაც სისულელეს აკეთებს, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ისინი თავისი ფსიქოლოგიით არიან ჩვეულებრივი მავნებლები და მოქმედებენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო", – განაცხადა კალაძემ.
როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ჯაფარიძე შარვალჩახდილი დარბოდა და შოუს დგამდა, ხოშტარია კი რუსეთიდან ფინანსდება.
„ამ ადამიანებზე სერიოზულად როგორ ვისაუბრო? „მკვდარი მკვდარს აეკიდაო“, ასეა მათი საქმე“, – განაცხადა კალაძემ.
ოპოზიციურმა პარტიებმა „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ მიმდინარე წლის სექტემბერში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
საქართველოში ორივე პარტიას აქტიურად უჭერენ მხარს პოლიტიკურად აქტიური სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციები, ხოლო მათი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია იყვნენ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების ყველაზე აქტიური მონაწილეები და ერთადერთი პოლიტიკოსები, რომლებსაც აღნიშნულ აქციებზე ტრიბუნიდან სიტყვის წარმოთქმის უფლება მისცეს.
ამასთან, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ახალგაზრდების მხარდაჭერის ხარჯზე მცირე ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. პარტია აქტიურია სოციალურ ქსელებში და არ გააჩნია დიდი პარტიული ინფრასტრუქტურა და ოფისები.
რაც შეეხება პარტია „დროას“, მისი ლიდერი ელენე ხოშტარია ასევე ცნობილია ახალგაზრდებთან ურთიერთობით და ახალგაზრდულ ორგანიზაცია „სირცხვილიასთან“ აქტიური თანამშრომლობით. თუმცა, მისი რეიტინგი, „გირჩთან" შედარებით, გაცილებით დაბალია.
ჯერ კიდევ გასულ წელს ხოშტარიამ დაადასტურა ინფორმაცია რუსეთიდან გადარიცხვების შესახებ და განაცხადა, რომ მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის მიერ გაფორმებული სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი გაფორმებული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან“ კი ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 მაისს გადმოირიცხა 2,5 მილიონ რუბლზე მეტი თანხა. ჯამში 2021 წლიდან ხოშტარიას ოჯახმა 5,2 მილიონ რუბლზე მეტი მიიღო.
საქართველოში ორივე პარტია ცნობილია ხმაურიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობით და მათი ლიდერები ამ აქციების დროს არაერთხელ იყვნენ დაკავებული პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.