https://sputnik-georgia.com/20231017/israelis-sahaero-zalebma-libansi-hesbolas-daartyes-283335266.html
ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰესბოლას“ რვა ობიექტს დაარტყეს - ვიდეო
ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰესბოლას“ რვა ობიექტს დაარტყეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით ლიბანში „ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია, იუწყება ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების პრეს-სამსახური. 17.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-17T10:14+0400
2023-10-17T10:14+0400
2023-11-01T12:36+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
ლიბანი
პალესტინა
ისრაელი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0e/251723627_0:159:3074:1888_1920x0_80_0_0_6bcc322d6cc93493e43c779030fce641.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით ლიბანში „ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია, იუწყება ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების პრეს-სამსახური.ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზეა გამოქვეყნებული, „ჰესბოლას“ რვა ობიექტზე თავდასხმაა ასახული.გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის არმიამ წუხელ ღაზის სექტორსაც შეუტია და „ჰამასის“ კუთვნილი 200-ზე მეტი ობიექტი დაბომბა. ცაჰალის ცნობით, მათ შორის იყო „ჰამასის“ შტაბ-ბინა, სადაც მოძრაობის რამდენიმე წევრი დაიღუპა, ასევე ბანკი, რომლითაც რადიკალური მოძრაობა სარგებლობდა.არსებული ცნობით, ღამის შეტევაში ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებიც მონაწილეობდა, რომელმაც „ჰამასის“ სარდლობის ცენტრებსა და იარაღის საწყობებს დაარტყა ღაზის სექტორში.ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს („ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 2.778-მდე გაიზარდა, კიდევ 59 ადამიანი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაიღუპა. დაშავებულია 10.850 ადამიანი ღაზაში და 1.176 იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. არსებული ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 108 პალესტინელი დაიღუპა. ამასთან ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ასობით ადამიანია მოყოლილი.რაც შეეხება ისრაელს, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 1,4 ათასზე მეტი და დაშავდა 4,1 ათასი კაცი.
ლიბანი
პალესტინა
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0e/251723627_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_352dd5e8e146ed79ef6dc8db4200d1f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, ლიბანი, პალესტინა, ისრაელი , პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, ლიბანი, პალესტინა, ისრაელი , პოლიტიკა
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით ლიბანში „ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია, იუწყება ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების პრეს-სამსახური.
ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზეა გამოქვეყნებული, „ჰესბოლას“ რვა ობიექტზე თავდასხმაა ასახული.
„ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰესბოლას“ ობიექტებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყა ორშაბათს ისრაელის მიმართულებით ცეცხლის გახსნის საპასუხოდ“, — ნათქვამია ვიდეოს განმარტებაში.
გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის არმიამ წუხელ ღაზის სექტორსაც შეუტია და „ჰამასის“ კუთვნილი 200-ზე მეტი ობიექტი დაბომბა.
ცაჰალის ცნობით, მათ შორის იყო „ჰამასის“ შტაბ-ბინა, სადაც მოძრაობის რამდენიმე წევრი დაიღუპა, ასევე ბანკი, რომლითაც რადიკალური მოძრაობა სარგებლობდა.
არსებული ცნობით, ღამის შეტევაში ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებიც მონაწილეობდა, რომელმაც „ჰამასის“ სარდლობის ცენტრებსა და იარაღის საწყობებს დაარტყა ღაზის სექტორში.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს („ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 2.778-მდე გაიზარდა, კიდევ 59 ადამიანი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაიღუპა. დაშავებულია 10.850 ადამიანი ღაზაში და 1.176 იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
არსებული ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 108 პალესტინელი დაიღუპა. ამასთან ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ასობით ადამიანია მოყოლილი.
რაც შეეხება ისრაელს, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 1,4 ათასზე მეტი და დაშავდა 4,1 ათასი კაცი.