მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ჰამასი“ გაეროში რუსეთის ჰუმანიტარული რეზოლუციის უარყოფას გამოეხმაურა

© AP Photo / Bilal Hussein
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2023
გამოწერა
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. პალესტინურმა რადიკალურმა მოძრაობა „ჰამასმა“ გააკრიტიკა ქვეყნები, რომლებმაც გაეროს უშიშროების საბჭოში მხარი არ დაუჭირეს რუსეთის მიერ წარდგენილ ჰუმანიტარულ რეზოლუციას, იუწყება Sputnik Arabic.
როგორც „ჰამასში“ აღნიშნეს, ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლისღვრა სწორედ ამ ქვეყნების პასუხისმგებლობაა.

„მათი ეს პოზიცია სიონისტურ ოკუპაციას მწვანე შუქს უნთებს ახალი დანაშულების ჩასადენად და გენოციდური ომის ესკალაციისთვის პალესტინის ორ მილიონზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ, რაც ყველა საერთაშორისო და ჰუმანიტარული კონვენციის, ნორმებისა და კანონების დარღვევაა“, — ნათქვამია რადიკალური მოძრაობის განცხადებაში.

მანამდე გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსეთის ჰუმანიტარულ რეზოლუცია ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს ხუთმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო, ხოლო ექვსმა თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია და შეერთებული შტატები. ამ უკანასკნელმა დოკუმენტის მხარდაჭერაზე უარი იმით ახსნა, რომ მასში „ჰამასის“ მოქმედებები დაგმობილი არ იყო.
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2023
მსოფლიო დღეს
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუცია არ მიიღო
რაც შეეხება მხარდამჭერებს, მათ შორის იყვნენ: საკუთრივ რუსეთი, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაბონი და მოზამბიკი. თავი შეიკავეს: ალბანეთმა, ბრაზილიამ, განამ, მალტამ, შვეიცარიამ და ეკვადორმა.
როგორც გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ აღნიშნა, „უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ გახდა დასავლური დელეგაციების ბლოკის ეგოისტური მისწრაფებების მძევალი“, ხოლო კენჭისყრამ აჩვენა, ვინ არის ზავის, ღაზის სექტორის „განურჩეველი დაბომბვის დასრულებისა და ანკლავის მოსახლეობისთვის უპირობო ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მომხრე, და ვინ განაგრძობს საბჭოს ერთიანი სიგნალის ჯიუტად ბლოკირებას თავისი ანგარებიანი პოლიტიკური მიზნებით“.
ყველა ახალი ამბავი
0