https://sputnik-georgia.com/20231016/ristvis-surs-mmartvel-partias-prezidentis-gadayeneba-tamar-cugosvilis-mosazreba-283327249.html
რისთვის სურს მმართველ პარტიას პრეზიდენტის გადაყენება - თამარ ჩუგოშვილის მოსაზრება
რისთვის სურს მმართველ პარტიას პრეზიდენტის გადაყენება - თამარ ჩუგოშვილის მოსაზრება
Sputnik საქართველო
საქართველოში ხორციელდება უკიდურესი შეზღუდვა პრეზიდენტის ინსტიტუტის და არა სალომე ზურაბიშვილის, განაცხადა ჩუგოშვილმა. 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T21:26+0400
2023-10-16T21:26+0400
2023-10-16T22:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23345/21/233452121_0:44:1498:888_1920x0_80_0_0_e1f433c3edc1ceae1207f698ca65c741.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტს და მმართველ უმრავლესობას სურთ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადააყენონ იმის გამო, რომ ის ევროპელ ლიდერებს სთხოვდა მხარდაჭერას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ყოფილმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორშაბათს, 16 ოქტომბერს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.მისი თქმით, პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეზიდენტმა რაიმე ქმედებით ხელი შეუშალა სტატუსის მინიჭების პროცესს.„პირიქით, მკაფიოდ არის დადასტურებული ის, რომ პრეზიდენტის ეს ქმედებები, ისევე, როგორც სხვა ქმედება, შეეხებოდა ევროპის წამყვანი ლიდერებისთვის თხოვნას – საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციას უღალატა -კობახიძე>>>მისი თქმით, საქართველოში ხორციელდება უკიდურესი შეზღუდვა პრეზიდენტის ინსტიტუტის და არა კერძოდ სალომე ზურაბიშვილის.სასამართლოს კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა>>მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23345/21/233452121_228:47:1498:1000_1920x0_80_0_0_a49c5de6dab56bd21f074c9b31358f7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი
რისთვის სურს მმართველ პარტიას პრეზიდენტის გადაყენება - თამარ ჩუგოშვილის მოსაზრება
21:26 16.10.2023 (განახლებულია: 22:05 16.10.2023) საქართველოში ხორციელდება უკიდურესი შეზღუდვა პრეზიდენტის ინსტიტუტის და არა სალომე ზურაბიშვილის, განაცხადა ჩუგოშვილმა.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტს და მმართველ უმრავლესობას სურთ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადააყენონ იმის გამო, რომ ის ევროპელ ლიდერებს სთხოვდა მხარდაჭერას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ყოფილმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორშაბათს, 16 ოქტომბერს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
„პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ იმის გამო, რომ ზურაბიშვილი ევროპელ კოლეგებს სთხოვდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეზიდენტმა რაიმე ქმედებით ხელი შეუშალა სტატუსის მინიჭების პროცესს.
„პირიქით, მკაფიოდ არის დადასტურებული ის, რომ პრეზიდენტის ეს ქმედებები, ისევე, როგორც სხვა ქმედება, შეეხებოდა ევროპის წამყვანი ლიდერებისთვის თხოვნას – საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ხორციელდება უკიდურესი შეზღუდვა პრეზიდენტის ინსტიტუტის და არა კერძოდ სალომე ზურაბიშვილის.
„მსოფლიოში არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლო ასე ბოჭავს პრეზიდენტს, ან ასე განსაზღვრავს პრეზიდენტის როლს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
სასამართლოს კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.