https://sputnik-georgia.com/20231016/zurabisvilma-saqartvelos-konstitucias-uralata-kobaxize-283302812.html
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციას უღალატა - ირაკლი კობახიძე
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციას უღალატა - ირაკლი კობახიძე
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უღალატა კონსტიტუციას და კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს, განაცხადა მმართველი პარტია... 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T15:39+0400
2023-10-16T15:39+0400
2023-10-16T20:23+0400
ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24351/08/243510840_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_6e59be3a7fa6bd40f06a0db947c0dde4.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უღალატა კონსტიტუციას და კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორშაბათს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია.„ქართული ოცნების ლიდერმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ზურაბიშვილს მაშინვე უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.მან აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში და გადადგომის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებმაც მას კონსტიტუციის დარღვევისკენ უბიძგეს.სასესიო კვირის ბოლომდე პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების შესახებ კენჭისყრა გაიმართება, განაცხადა კობახიძემ.ამავე დროს კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.მან ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან ზურაბიშვილი პრეზიდენტად მხოლოდ ფორმალურად განიხილება.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.იმპიჩმენტის პროცედურა ახლა პარლამენტში გადაინაცვლებს. ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა>>მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24351/08/243510840_431:390:2642:2048_1920x0_80_0_0_a07fbd17108d57daacede3f2bec1f4ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, პოლიტიკა საქართველოში
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უღალატა კონსტიტუციას და კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორშაბათს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია.
„სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს", – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების ლიდერმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ზურაბიშვილს მაშინვე უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.
„სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან", – განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში და გადადგომის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებმაც მას კონსტიტუციის დარღვევისკენ უბიძგეს.
სასესიო კვირის ბოლომდე პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების შესახებ კენჭისყრა გაიმართება, განაცხადა კობახიძემ.
„გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და, აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს", – განაცხადა მან.
ამავე დროს კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.
„როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს – სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება", – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან ზურაბიშვილი პრეზიდენტად მხოლოდ ფორმალურად განიხილება.
„საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლიგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. კოჭლ იხვად, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული", – განაცხადა „ქართული ოცნების" ლიდერმა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
იმპიჩმენტის პროცედურა ახლა პარლამენტში გადაინაცვლებს. ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.