https://sputnik-georgia.com/20231016/programistis-saqme-saqmis-gamomziebeli-gaatavisuples-283304735.html
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი დარბაზიდან გაათავისუფლეს
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი დარბაზიდან გაათავისუფლეს
Sputnik საქართველო
გამომძიებელ სერგო შუბითიძის სატელევიზიო ინტერვიუ სამხილების ფალსიფიკაციის თაობაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა. 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T17:21+0400
2023-10-16T17:21+0400
2023-10-16T21:17+0400
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისის საქალაქო სასამართლო
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058972_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_a42a79e0ee39d76c1823760e9844c836.jpg
.თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.შუბითიძის საქმე პროგრამისტის გარდაცვალებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ დაიწყო. გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გოგონას ტელეფონი, რომელიც თავის დროზე საქმეში მთავარი სამხილი იყო, ამოღების შემდეგ არ დაულუქავთ და მასში 2020 წლის 15 ივლისის შემდეგ არცერთი პირადი შეტყობინება არ ყოფილა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულს პროგრამისტის ტელეფონთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდა და საქმის გამოძიება არა შუბითიძემ, არამედ გამომძიებელმა ჯიმშერ აფციაურმა დაიწყო.ყოფილმა გამომძიებელმა ცრუ ჩვენების ბრალი აღიარა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ შუბითიძეს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა. მას ასევე განესაზღვრა გამოსაცდელი ვადა ამავე დროით.2023 წლის ივნისში საქართველოს პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გახმაურებული საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2023 წლის 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ დაკავებულმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების შესახებ. ინტერვიუს მიმდინარეობის დროს გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დაწყების პერიოდში შუბითიძე საერთოდ არ მუშაობდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში და რომ გამოძიება დაიწყო არა ბრალდებულმა, არამედ გამომძიებელმა ჯიმშერ აფციაურმა.თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე: დაკავებულია საქმის გამომძიებელი>>>გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულს პროგრამისტის ტელეფონზე წვდომა არ შეეძლო ჰქონოდა და იგი მას არც არავინ გადასცა, ხოლო მის მიერ დასახელებული გამომძიებელი შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში საერთოდ არ მონაწილეობდა. ასევე არ დადასტურდა შუბითიძის მიერ იმ კომპანიის თანამშრომლების გამოკითხვაც, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა.გამოძიების ფარგლებში გამოქვეყნდა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული დაახლოებით 1500 საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებიდან შუბითიძის მიერ მოწმის სახით გამოკითხულია სამედიცინო ექსპერტი და გამომძიებელი. ასევე მან დანიშნა თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე სამედიცინო ექსპერტიზა, შეადგინა 11 ნიმუშის აღების ოქმი, 2 ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, 4 დათვალიერების ოქმი და 2 ამოღების ოქმი.სხვა საგამოძიებო მოქმედებები ხსენებულ პირს თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არ ჩაუტარებია.ბაჩალიაშვილის საქმეთამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 2020 წლის 22 ივლისს თბილისიდან 65 კილომეტრში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ცხედარი მწყემსმა იპოვა. ნივთიერი მტკიცებულებების ანალიზის, ასევე ცხედრის სასამართლო–სამედიცინო და ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე გამოძიებამ დაასკვნა, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტებით ინტოქსიკაცია იყო. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმე ერთ-ერთი რეზონანსული საქმე გახდა. ბაჩალიაშვილის ოჯახი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ გოგონა მოკლეს. მათი ვარაუდით, თამარს შესაძლოა ჰქონდა სამსახურთან დაკავშირებული მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია. იგი IT-კომპანია Zeg Ltd-ში მუშაობდა.გამოძიებამ დაადგინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავის მოკვლა 2012 წელსაც სცადა.პროკურატურის მტკიცებით, ბაჩალიაშვილი ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, რასაც ადასტურებს ერთ-ერთი სოციალური ქსელის ჯგუფში დაწერილი შეტყობინება, Google-ის საძიებო სისტემაში სუიციდის სხვადასხვა მეთოდების შესახებ ინფორმაციის მოძიება, YouTube არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის - მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება; ასევე მან თავად შეიძინა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები და ა.შ.უწყების ცნობით, ბაჩალიაშვილს ასევე ჰქონდა გრძნობები შპს „ზეგში“ თავისი უფროსის მიმართ და ის ვებ-გვერდ momavali.me-დან მას სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა. აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს უფროსისადმი მის სიყვარულზე, იმაზე, თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე.თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა.დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით სოციალური ქსელებიდან გამოთხოვილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058972_327:0:3058:2048_1920x0_80_0_0_34add26494c359fbc0a2d5ddd574929f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, შემთხვევები, ახალი ამბები
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი დარბაზიდან გაათავისუფლეს
17:21 16.10.2023 (განახლებულია: 21:17 16.10.2023) გამომძიებელ სერგო შუბითიძის სატელევიზიო ინტერვიუ სამხილების ფალსიფიკაციის თაობაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა.
.თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შუბითიძის საქმე პროგრამისტის გარდაცვალებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ დაიწყო. გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გოგონას ტელეფონი, რომელიც თავის დროზე საქმეში მთავარი სამხილი იყო, ამოღების შემდეგ არ დაულუქავთ და მასში 2020 წლის 15 ივლისის შემდეგ არცერთი პირადი შეტყობინება არ ყოფილა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულს პროგრამისტის ტელეფონთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდა და საქმის გამოძიება არა შუბითიძემ, არამედ გამომძიებელმა ჯიმშერ აფციაურმა დაიწყო.
ყოფილმა გამომძიებელმა ცრუ ჩვენების ბრალი აღიარა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ შუბითიძეს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა. მას ასევე განესაზღვრა გამოსაცდელი ვადა ამავე დროით.
„ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით", – განაცხადა შუბითიძის ადვოკატმა.
2023 წლის ივნისში საქართველოს პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გახმაურებული საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2023 წლის 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ დაკავებულმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების შესახებ. ინტერვიუს მიმდინარეობის დროს გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დაწყების პერიოდში შუბითიძე საერთოდ არ მუშაობდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში და რომ გამოძიება დაიწყო არა ბრალდებულმა, არამედ გამომძიებელმა ჯიმშერ აფციაურმა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულს პროგრამისტის ტელეფონზე წვდომა არ შეეძლო ჰქონოდა და იგი მას არც არავინ გადასცა, ხოლო მის მიერ დასახელებული გამომძიებელი შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში საერთოდ არ მონაწილეობდა. ასევე არ დადასტურდა შუბითიძის მიერ იმ კომპანიის თანამშრომლების გამოკითხვაც, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა.
გამოძიების ფარგლებში გამოქვეყნდა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული დაახლოებით 1500 საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებიდან შუბითიძის მიერ მოწმის სახით გამოკითხულია სამედიცინო ექსპერტი და გამომძიებელი. ასევე მან დანიშნა თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე სამედიცინო ექსპერტიზა, შეადგინა 11 ნიმუშის აღების ოქმი, 2 ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, 4 დათვალიერების ოქმი და 2 ამოღების ოქმი.
სხვა საგამოძიებო მოქმედებები ხსენებულ პირს თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არ ჩაუტარებია.
თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 2020 წლის 22 ივლისს თბილისიდან 65 კილომეტრში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ცხედარი მწყემსმა იპოვა.
ნივთიერი მტკიცებულებების ანალიზის, ასევე ცხედრის სასამართლო–სამედიცინო და ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე გამოძიებამ დაასკვნა, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტებით ინტოქსიკაცია იყო. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.
23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმე ერთ-ერთი რეზონანსული საქმე გახდა. ბაჩალიაშვილის ოჯახი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ გოგონა მოკლეს. მათი ვარაუდით, თამარს შესაძლოა ჰქონდა სამსახურთან დაკავშირებული მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია. იგი IT-კომპანია Zeg Ltd-ში მუშაობდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავის მოკვლა 2012 წელსაც სცადა.
პროკურატურის მტკიცებით, ბაჩალიაშვილი ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, რასაც ადასტურებს ერთ-ერთი სოციალური ქსელის ჯგუფში დაწერილი შეტყობინება, Google-ის საძიებო სისტემაში სუიციდის სხვადასხვა მეთოდების შესახებ ინფორმაციის მოძიება, YouTube არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის - მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება; ასევე მან თავად შეიძინა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები და ა.შ.
უწყების ცნობით, ბაჩალიაშვილს ასევე ჰქონდა გრძნობები შპს „ზეგში“ თავისი უფროსის მიმართ და ის ვებ-გვერდ momavali.me-დან მას სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა. აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს უფროსისადმი მის სიყვარულზე, იმაზე, თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა.
დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით სოციალური ქსელებიდან გამოთხოვილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია.