https://sputnik-georgia.com/20231016/kopaleishvili-sakonstitucio-sasamartlos-samartlebrivi-sapuzveli-ar-hqonda-283314548.html
პრეზიდენტის წარმომადგენელი: საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა
პრეზიდენტის წარმომადგენელი: საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა
Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა დღეს გამოაქვეყნა. 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T18:51+0400
2023-10-16T18:51+0400
2023-10-16T21:52+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
პოლიტიკა საქართველოში
საკონსტიტუციო სასამართლო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305744_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_34e808620683a89fb7ae54cb4c5fab86.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადგენად არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, განაცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორშაბათს, 16 ოქტომბერს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.ადვოკატის თქმით, მისთვის სხვა დეტალებზე საუბარი რთულია, რადგანაც დასკვნას ჯერ არ იცნობს.სასამართლოს კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციას უღალატა -კობახიძე>>>ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - "საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305744_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_2fcf08618dc27e2d66f7d9a965e20586.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, პოლიტიკა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, პოლიტიკა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი ამბები
პრეზიდენტის წარმომადგენელი: საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა
18:51 16.10.2023 (განახლებულია: 21:52 16.10.2023) საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა დღეს გამოაქვეყნა.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადგენად არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, განაცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორშაბათს, 16 ოქტომბერს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.
„არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოს ნამდვილად არ ჰქონდა, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაედასტურებინა. თავად პროცესი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მაინც კანონიერი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა", – განაცხადა კოპალეიშვილმა.
ადვოკატის თქმით, მისთვის სხვა დეტალებზე საუბარი რთულია, რადგანაც დასკვნას ჯერ არ იცნობს.
სასამართლოს კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - "საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.