https://sputnik-georgia.com/20231016/infrastruqturis-saministrom-cxra-tvis-biujeti-gadawarbebit-seasrula-283291593.html
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ცხრა თვის ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ცხრა თვის ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2,3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 176,1 მილიონი ლარით მეტია. 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T10:36+0400
2023-10-16T10:36+0400
2023-10-16T14:36+0400
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/18/281645769_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_164ffa70a99d8634eeac24eec5bf17ac.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის ცხრა თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 8,2%-იანი გადაჭარბებით შეასრულა, ნათქვამია უწყების განცხადებაში. რეგიონული განვითარების სამინისტრო საქართველოში ახორციელებს ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზატკეცილების მშენებლობას, ქალაქებისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებას. უწყების ბიუჯეტი 2023 წელს 3,3 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 2 მლრდ ლარი ბიუჯეტის სახსრებია, დანარჩენი – კრედიტები და გრანტები კონკრეტული პროგრამებისთვის. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2,3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 176,1 მილიონი ლარით მეტია. სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 220,1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.პარლამენტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა>>მიმდინარე წლის 9 თვის გეგმებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა ცალკეულმა უწყებებმა გადააჭარბეს და სახსრები ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს. კერძოდ: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხარჯებმა შეადგინა 1,5 მილიარდი ლარი (გეგმის 109%), მუნიციპალური განვითარების ფონდის – 479 მილიონი ლარი (გეგმის 104%), "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" – 309,3 მილიონი ლარი (გეგმის 115%), შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" – 30 მილიონი ლარი (გეგმის 102%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/18/281645769_30:246:2433:2048_1920x0_80_0_0_377d1e5e80c041dceb24630ae106fd5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ცხრა თვის ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა
10:36 16.10.2023 (განახლებულია: 14:36 16.10.2023) სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2,3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 176,1 მილიონი ლარით მეტია.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის ცხრა თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 8,2%-იანი გადაჭარბებით შეასრულა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რეგიონული განვითარების სამინისტრო საქართველოში ახორციელებს ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზატკეცილების მშენებლობას, ქალაქებისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებას. უწყების ბიუჯეტი 2023 წელს 3,3 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 2 მლრდ ლარი ბიუჯეტის სახსრებია, დანარჩენი – კრედიტები და გრანტები კონკრეტული პროგრამებისთვის.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2,3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 176,1 მილიონი ლარით მეტია.
სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 220,1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის 9 თვის გეგმებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა ცალკეულმა უწყებებმა გადააჭარბეს და სახსრები ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს.
კერძოდ: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხარჯებმა შეადგინა 1,5 მილიარდი ლარი (გეგმის 109%), მუნიციპალური განვითარების ფონდის – 479 მილიონი ლარი (გეგმის 104%), "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" – 309,3 მილიონი ლარი (გეგმის 115%), შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" – 30 მილიონი ლარი (გეგმის 102%).