მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანელი მინისტრი: ჰამასი ტყვეების გასათავისუფლებლად მზადაა, თუ ისრაელი დაბომბვებს შეწყვეტს

© photo: Sputnik / Anton Bistrov
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2023
გამოწერა
თბილისი, 16 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასი“ პოტენციურად მზად იყო 200-მდე მძევლის გასათავისუფლებლად, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმებს შეაჩერებს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნასერ ქანაანმა თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ირანის „ჰამასის“ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მზად არიან მიიღონ ზომები წინააღმდეგობის ჯგუფების მიერ დაკავებული მოქალაქეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გასათავისუფლებლად, მაგრამ, მათი აზრით, ასეთი ზომები მომზადებას მოითხოვს, რაც სიონისტების მიერ ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილის ყოველდღიური დაბომბვის ფონზე შეუძლებელია“, − აღნიშნა ქანაანიმ.

მისი თქმით, „ჰამასი“ მზადაა, ტყვეები ისრაელის მიერ დაკავებულ ათასობით პალესტინელზე გაცვალოს წარსულში მიღწეული გარიგებების მიხედვით.
თუმცა, როგორც Times of Israel აღნიშნავს, „ტერორისტულ ჯგუფს ასეთი შეთავაზება არ დაუდასტურებია“.
მანამდე ირანის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ებრაჰიმ აზიზიმ სააგენტო „რია ნოვისტის“ განუცხადა, რომ თეირანისთვის ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში წითელი ხაზი იქნება და შესაძლოა ამას ახალი ფრონტების გახსნა მოჰყვეს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2023
მსოფლიო დღეს
ირანი ისრაელს ახალი ფრონტების გახსნით ემუქრება
ამის პარალელურად დღეს ცაჰალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა მის მიერ კონტროლირებად მოძრაობა „ჰესბოლას“ ისრაელის ტერიტორიაზე შეტევის ბრძანება მისცა.
ყველა ახალი ამბავი
0