https://sputnik-georgia.com/20231016/irani-israels-axali-frontebis-gaxsnit-emuqreba-283299875.html
ირანი ისრაელს ახალი ფრონტების გახსნით ემუქრება
ირანი ისრაელს ახალი ფრონტების გახსნით ემუქრება
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ოქტომბერი − Sputnik. თეირანისთვის ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში წითელი ხაზი იქნება და ამას შესაძლოა ახალი ფრონტების გახსნა მოჰყვეს... 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T14:23+0400
2023-10-16T14:23+0400
2023-10-16T17:25+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
ირანი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/16/273304133_0:316:3079:2048_1920x0_80_0_0_ea506993b1066129e5b7897bd2f1512a.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი − Sputnik. თეირანისთვის ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში წითელი ხაზი იქნება და ამას შესაძლოა ახალი ფრონტების გახსნა მოჰყვეს, განუცხადა სააგენტო რია ნოვოსტის ირანის ეროვნული უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ებრაჰიმ აზიზიმ.მისი თქმით, პალესტინის წინააღმდეგობის ფრონტს „პრაქტიკულად არ აქვს საზღვრები“ და რამდენიმე ფრონტზე ბრძოლამ შესაძლოა ისრაელის ხელისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დაცემა გამოიწვიოს.მანამდე გაეროში თეირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ირანის არმია არ ჩაერთვება ბრძოლაში, თუ ის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიას არ დაესხმება თავს.ამავდროულად გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანმა დიპლომატიური არხებით გაუგზავნა შეტყობინება ისრაელს, რომ არ სურს კონფლიქტის რეგიონულ ომში გადაზრდა, მაგრამ იძულებული იქნება ჩაერიოს, თუ თელ-ავივი შეტევაზე გადავა.ამის პარალელურად დღეს ცაჰალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა მის მიერ კონტროლირებად მოძრაობა „ჰესბოლას“ ისრაელის ტერიტორიაზე შეტევის ბრძანება მისცა.
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/16/273304133_83:0:2814:2048_1920x0_80_0_0_bf24d57920b57e6a5fba6ed4bd8ab37b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, ირანი , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, ირანი , პოლიტიკა
ირანი ისრაელს ახალი ფრონტების გახსნით ემუქრება
14:23 16.10.2023 (განახლებულია: 17:25 16.10.2023) თბილისი, 16 ოქტომბერი − Sputnik. თეირანისთვის ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში წითელი ხაზი იქნება და ამას შესაძლოა ახალი ფრონტების გახსნა მოჰყვეს, განუცხადა სააგენტო
რია ნოვოსტის ირანის ეროვნული უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ებრაჰიმ აზიზიმ.
„ისრაელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ღაზაში შეჭრა არის წითელი ხაზი, რომ პალესტინა ელოდება, როდის დაუშვებს ისრაელი ამ უხეშ შეცდომას. თუ ისრაელის რეჟიმი ასეთ ნაბიჯს გადადგამს და არ შეწყვეტს სარაკეტო თავდასხმებს ღაზაზე, უნდა ელოდოს, რომ მის წინააღმდეგ ომის ახალი ფრონტები გაჩნდება“, − განაცხადა აზიზიმ.
მისი თქმით, პალესტინის წინააღმდეგობის ფრონტს „პრაქტიკულად არ აქვს საზღვრები“ და რამდენიმე ფრონტზე ბრძოლამ შესაძლოა ისრაელის ხელისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დაცემა გამოიწვიოს.
მანამდე გაეროში თეირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ირანის არმია არ ჩაერთვება ბრძოლაში, თუ ის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიას არ დაესხმება თავს.
ამავდროულად გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანმა დიპლომატიური არხებით გაუგზავნა შეტყობინება ისრაელს, რომ არ სურს კონფლიქტის რეგიონულ ომში გადაზრდა, მაგრამ იძულებული იქნება ჩაერიოს, თუ თელ-ავივი შეტევაზე გადავა.
ამის პარალელურად დღეს ცაჰალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა მის მიერ კონტროლირებად მოძრაობა „ჰესბოლას“ ისრაელის ტერიტორიაზე შეტევის ბრძანება მისცა.