https://sputnik-georgia.com/20231016/batumshi-sazkvebis-obieqtebi-daajarimes-283296525.html
ბათუმში კვების ობიექტები ქართულ ენაზე შედგენილი მენიუს არარსებობის გამო დაჯარიმდნენ
ბათუმში კვების ობიექტები ქართულ ენაზე შედგენილი მენიუს არარსებობის გამო დაჯარიმდნენ
Sputnik საქართველო
სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმება გრძელდება და კანონდამრღვევი სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T15:38+0400
2023-10-16T15:38+0400
2023-10-16T20:19+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
აჭარა
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23996/93/239969311_0:215:2878:1834_1920x0_80_0_0_af72c607fdf7832240892aea55d305f4.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის საზოგადოებრივი კვების ობიექტებში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე ხუთი მოვაჭრის მიმართ საკითხის შესწავლა დაასრულა.უწყებამ აღნიშნული საქმის შესწავლა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წერილის საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება ბათუმში 11 მოვაჭრის მიერ საზკვების ობიექტებში მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. ამ ეტაპზე ექვსი მოვაჭრის მიმართ საქმის შესწავლა გრძელდება.იმის გამო, რომ სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ მიაწოდეს, შპს „გრილ ფუდს“ და შპს „ჰარვიდენტს“ ჯარიმა დაეკისრათ, თითოეულს 500 ლარის ოდენობით.„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მოვაჭრე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება განახორციელოს ქართულ ენაზე.კონკურენციის ეროვნული სააგენტო საკითხის შესწავლას იწყებს კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის მოქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23996/93/239969311_74:0:2805:2048_1920x0_80_0_0_a44a98463750cd0d7ac138fb98e643ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, აჭარა , ბათუმი , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, აჭარა , ბათუმი , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ბათუმში კვების ობიექტები ქართულ ენაზე შედგენილი მენიუს არარსებობის გამო დაჯარიმდნენ
15:38 16.10.2023 (განახლებულია: 20:19 16.10.2023) სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმება გრძელდება და კანონდამრღვევი სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის საზოგადოებრივი კვების ობიექტებში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე ხუთი მოვაჭრის მიმართ საკითხის შესწავლა დაასრულა.
უწყებამ აღნიშნული საქმის შესწავლა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წერილის საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება ბათუმში 11 მოვაჭრის მიერ საზკვების ობიექტებში მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. ამ ეტაპზე ექვსი მოვაჭრის მიმართ საქმის შესწავლა გრძელდება.
სააგენტოს ცნობით, სამი მოვაჭრის - შპს „ქიზილ 2023“-ის, შპს „გრილ ფუდის“ და შპს „ჰარვიდენტის“ მხრიდან დარღვევის ფაქტები დადასტურდა. კერძოდ, აღნიშნული კომპანიების კუთვნილ ობიექტებში მენიუ შედგენილია მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიიღონ ინფორმაცია. რაც შეეხება შპს „დანოს“ და შპს „მაქსი სედვიჩ ჩიქენს“, მათი მხრიდან ზემოხსენებული დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.
იმის გამო, რომ სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ მიაწოდეს, შპს „გრილ ფუდს“ და შპს „ჰარვიდენტს“ ჯარიმა დაეკისრათ, თითოეულს 500 ლარის ოდენობით.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მოვაჭრე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება განახორციელოს ქართულ ენაზე.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო საკითხის შესწავლას იწყებს კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის მოქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი.