https://sputnik-georgia.com/20231016/14----------283329263.html
14 წლის გოგონას მკვლელობა: პატიმრობა საქმის კიდევ ორ ფიგურანტს შეეფარდა
14 წლის გოგონას მკვლელობა: პატიმრობა საქმის კიდევ ორ ფიგურანტს შეეფარდა
Sputnik საქართველო
ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონა ქორწინების იძულების მიზნით გაიტაცა, შემდეგ კი მიიყვანა თავისი ბიძის სახლში, რომელმაც იცოდა დანაშაულის შესახებ, მაგრამ... 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T23:42+0400
2023-10-16T23:42+0400
2023-11-01T12:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_185:220:2876:1734_1920x0_80_0_0_1f91dc63e0f212116a551a141dc0ae90.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის („ქმრის“) ბიძა და ბიძაშვილი 13 ოქტომბერს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. საქმეზე დაკავებულია გოგონას „ქმარი“, დედა და ბიძა.მოსამართლე მარინე ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე, რადგან მათ კავშირები აქვთ უცხო ქვეყანაში მცხოვრებლებთან და აქვთ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და ასევე მოწმეებზე წვდომა.14 წლის აითაჯის მკვლელობა: მკვლელის ნათესავებმა ბრალი აღიარეს >>დაცვის მხარის თქმით კი, ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის გათვალისწინებითაც ბაქირ ალიევისა და ალიხან ასლამოვისთვის 5000-5000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.გამოძიების ინფორმაციით, ზაფხულში, როდესაც ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონა ქორწინების იძულების მიზნით გაიტაცა, ის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის სახლში მიიყვანა. ბიძამ და ბიძაშვილმა დანაშაულის შესახებ იცოდნენ, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინეს.დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქმის დეტალებიგამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის ზაფხულში მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანს ქორწინების მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ბიძის სახლში მიიყვანა.„ბავშვი ცოლი არ არის“: დღეს პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართება >>აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცველ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.„ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს“: მოკლული გოგოს დედას და ბიძას ბრალი წარუდგინეს >>სასამართლოზე დადგინდა, რომ დედამ თავად შეურჩია თავის ქალიშვილს „ქმარი“, ხოლო მას შემდეგ რაც გოგონამ გამტაცებელს თავი დააღწია, დედამ ის „ქმართან“ დააბრუნა და თავისი ქალიშვილის „გათხოვების“ ფაქტი დაუმალა იმ სკოლის პედაგოგებს, სადაც ბავშვი სწავლობდა.სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 9 ოქტომბერს დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი.მამაკაცს ბრალი სსკ-ის სამი მუხლით წარუდგინეს: არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ოჯახის წევრის გენდერული ნიშნით განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სასამართლომ 14 წლის მოკლული გოგონას დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა>>შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.მედიის ცნობით, გოგონა იყო გატაცებული და იმყოფებოდა დაურეგისტრირებელ ქორწინებაში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში. „ქმარმა“ არასრულწლოვანს მას შემდეგ ესროლა, რაც მან მორიგ ჯერზე გაქცევა სცადა. გარდაცვლილის დედის თქმით, სანამ მოკლავდა, სცემა და ხეზე მიაბა.პროკურატურის ინფორმაციით, გოგონას სხეულზე ხუთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_442:190:2501:1734_1920x0_80_0_0_ab0e6d3486943f761fd300ef380568d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
14 წლის გოგონას მკვლელობა: პატიმრობა საქმის კიდევ ორ ფიგურანტს შეეფარდა
23:42 16.10.2023 (განახლებულია: 12:15 01.11.2023) ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონა ქორწინების იძულების მიზნით გაიტაცა, შემდეგ კი მიიყვანა თავისი ბიძის სახლში, რომელმაც იცოდა დანაშაულის შესახებ, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის („ქმრის“) ბიძა და ბიძაშვილი 13 ოქტომბერს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. საქმეზე დაკავებულია გოგონას „ქმარი“, დედა და ბიძა.
მოსამართლე მარინე ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე, რადგან მათ კავშირები აქვთ უცხო ქვეყანაში მცხოვრებლებთან და აქვთ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და ასევე მოწმეებზე წვდომა.
დაცვის მხარის თქმით კი, ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის გათვალისწინებითაც ბაქირ ალიევისა და ალიხან ასლამოვისთვის 5000-5000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
გამოძიების ინფორმაციით, ზაფხულში, როდესაც ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონა ქორწინების იძულების მიზნით გაიტაცა, ის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის სახლში მიიყვანა. ბიძამ და ბიძაშვილმა დანაშაულის შესახებ იცოდნენ, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის ზაფხულში მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანს ქორწინების მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ბიძის სახლში მიიყვანა.
აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცველ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.
სასამართლოზე დადგინდა, რომ დედამ თავად შეურჩია თავის ქალიშვილს „ქმარი“, ხოლო მას შემდეგ რაც გოგონამ გამტაცებელს თავი დააღწია, დედამ ის „ქმართან“ დააბრუნა და თავისი ქალიშვილის „გათხოვების“ ფაქტი დაუმალა იმ სკოლის პედაგოგებს, სადაც ბავშვი სწავლობდა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 9 ოქტომბერს დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი.
მამაკაცს ბრალი სსკ-ის სამი მუხლით წარუდგინეს: არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ოჯახის წევრის გენდერული ნიშნით განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
მედიის ცნობით, გოგონა იყო გატაცებული და იმყოფებოდა დაურეგისტრირებელ ქორწინებაში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში. „ქმარმა“ არასრულწლოვანს მას შემდეგ ესროლა, რაც მან მორიგ ჯერზე გაქცევა სცადა. გარდაცვლილის დედის თქმით, სანამ მოკლავდა, სცემა და ხეზე მიაბა.
პროკურატურის ინფორმაციით, გოგონას სხეულზე ხუთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება.