https://sputnik-georgia.com/20231011/bavsvs-gamtacebeltan-tanacxovreba-aizules-mokluli-gogos-dedas-da-bizas-brali-warudgines-283203318.html
„ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს“: მოკლული გოგოს დედას და ბიძას ბრალი წარუდგინეს
„ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს“: მოკლული გოგოს დედას და ბიძას ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 11.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-11T20:44+0400
2023-10-11T20:44+0400
2023-10-11T22:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოხდა. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა გოგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.გამოძიების მიხედვით, 2023 წლის ზაფხულში არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.პროკურატურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცველ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა მოკლული გოგონას ბიძა 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება დედას, პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მისი დაკავების თაობაზეც მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 9 ოქტომბერს დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
„ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს“: მოკლული გოგოს დედას და ბიძას ბრალი წარუდგინეს
20:44 11.10.2023 (განახლებულია: 22:10 11.10.2023) პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოხდა. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა გოგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიების მიხედვით, 2023 წლის ზაფხულში არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.
„აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცველ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.
უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა მოკლული გოგონას ბიძა 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება დედას, პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მისი დაკავების თაობაზეც მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 9 ოქტომბერს დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.