https://sputnik-georgia.com/20231016/--------283320464.html
საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა: სასამართლოს სპიკერის განმარტება
საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა: სასამართლოს სპიკერის განმარტება
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს საგარეო ვიზიტების დროს მთავრობის... 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T19:13+0400
2023-10-16T19:13+0400
2023-10-16T21:57+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305854_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_5edd7f303f7055f41884c2b962301c02.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს საგარეო ვიზიტების დროს მთავრობის წინასწარი თანხმობა სჭირდება, განაცხადა სასამართლოს სპიკერმა გიორგი ლომთათიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორშაბათს, 16 ოქტომბერს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.მისი თქმით, მთავრობისგან თანხმობის არარსებობის პირობებში საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო ვიზიტების დროს კონსტიტუცია დაარღვია.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციას უღალატა -კობახიძე>>>ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - "საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305854_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_9f8f1fbd5d0c312dff9625fc808c4ea1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ახალი ამბები
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს საგარეო ვიზიტების დროს მთავრობის წინასწარი თანხმობა სჭირდება, განაცხადა სასამართლოს სპიკერმა გიორგი ლომთათიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორშაბათს, 16 ოქტომბერს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
„საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნაში მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გათვალისწინებით, საგარეო ურთიერთობებში ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს პრეზიდენტს სჭირდება საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა“, – განაცხადა ლომთათიძემ.
მისი თქმით, მთავრობისგან თანხმობის არარსებობის პირობებში საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო ვიზიტების დროს კონსტიტუცია დაარღვია.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - "საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.