https://sputnik-georgia.com/20231015/rtveli-2023-rawasi-rtveli-aqtiur-fazasia-283282676.html
რთველი-2023: რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია
რთველი-2023: რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია
Sputnik საქართველო
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის... 15.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-15T13:18+0400
2023-10-15T13:18+0400
2023-10-15T13:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რთველი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/51/246825151_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_2eabeabadabe4fde32fd3c0674a4a7f0.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. რაჭის რეგიონში, სახელგანთქმული „ხვანჭკარის“ სამშობლოში რთველი აქტიურ ფაზაშია, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.რთველი ტრადიციულად კახეთის რეგიონში ღვინის სამშობლოში აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში იწყება. ხოლო ლეგენდარული „ხვანჭკარის“ სამშობლოში, რაჭაში, ყურძნის რთველი დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. „ხვანჭკარას" აწარმოებენ „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ნაზავით. დღეისათვის უკვე ჩაბარებულია და გადამუშავებულია 1100 ტონა ყურძენი.სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.„ჩვენ მხარდაჭერის ეს მოდელი შარშან შევიმუშავეთ. მოდელმა გაამართლა და კარგად იმუშავა. ყურძნის ჩაბარების პროცესში სახელმწიფო საწარმოს ჩართულობა, ფაქტობრივად, არ დაგვჭირდა, კერძო სექტორმა მთლიანად ჩაიბარა ყურძენი; წელსაც იგივე ვითარებაა – აქტიურობს კერძო სექტორი და ყურძენს იბარებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.რაჭაში რთველი დაიწყო >>სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის შეფასებით, რთველის პროცესში 20-მდე საწარმოა ჩართული, შარშან მათი რაოდენობა 30-ს შეადგენდა.რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/51/246825151_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_317bc76297e49c4e7a56abe798d009af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რთველი
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რთველი
რთველი-2023: რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. რაჭის რეგიონში, სახელგანთქმული „ხვანჭკარის“ სამშობლოში რთველი აქტიურ ფაზაშია, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
რთველი ტრადიციულად კახეთის რეგიონში ღვინის სამშობლოში აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში იწყება. ხოლო ლეგენდარული „ხვანჭკარის“ სამშობლოში, რაჭაში, ყურძნის რთველი დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. „ხვანჭკარას" აწარმოებენ „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ნაზავით. დღეისათვის უკვე ჩაბარებულია და გადამუშავებულია 1100 ტონა ყურძენი.
„ულამაზეს კუთხეში, რაჭაში, რთველი აქტიურ ფაზაშია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე. მეწარმე, რომელიც არანაკლებ შვიდ ლარს გადაიხდის, სახელმწიფოსგან ოთხი ლარის სუბსიდიას მიიღებს“, - განაცხადა შამუგიამ.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.
„ჩვენ მხარდაჭერის ეს მოდელი შარშან შევიმუშავეთ. მოდელმა გაამართლა და კარგად იმუშავა. ყურძნის ჩაბარების პროცესში სახელმწიფო საწარმოს ჩართულობა, ფაქტობრივად, არ დაგვჭირდა, კერძო სექტორმა მთლიანად ჩაიბარა ყურძენი; წელსაც იგივე ვითარებაა – აქტიურობს კერძო სექტორი და ყურძენს იბარებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის შეფასებით, რთველის პროცესში 20-მდე საწარმოა ჩართული, შარშან მათი რაოდენობა 30-ს შეადგენდა.
რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.