რაჭაში რთველი დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerრთველი რაჭაში
რთველი რაჭაში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2023
გამოწერა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ 2 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 1500-2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 40-ზე მეტი კომპანია იქნება ჩართული.
„რაჭა უნიკალური რეგიონია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, სადაც მზადდება ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
რთველის პროცესში კერძო საწარმოების აქტიური ჩართულობისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.
ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევდნენ ჩასაბარებელ ყურძენს.
ასევე რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.
უწყების ცნობით, რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.
წყარო - ღვინის ეროვნული სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0