https://sputnik-georgia.com/20231015/ragbi-levan-maisasvilma-nakrebis-mtavari-mwvrtnelis-posti-datova-283284580.html
რაგბი: ლევან მაისაშვილმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რაგბი: ლევან მაისაშვილმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
Sputnik საქართველო
როგორც რაგბის კავშირში აღნიშნეს, სანამ მაისაშვილის შემცვლელის ვინაობა გაირკვევა, ის გუნდთან მუშაობას განაგრძობს. 15.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-15T16:45+0400
2023-10-15T16:45+0400
2023-10-15T16:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252590722_0:0:1805:1015_1920x0_80_0_0_cf15d446d3adc0236b8a8a341843baa2.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ თანამდებობა დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.მსოფლიო თასზე საფრანგეთში ქართული გუნდის წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ (სამი წაგება და ერთი ფრე), პრესაში გაჩნდა ხმები, რომ მაისაშვილი თანამდებობას დატოვებდა. მაშინ რაგბის კავშირმა უარყო ეს ინფორმაცია და მას „ფეიკი" უწოდა.მისი თქმით, ბორჯღალოსნების მომავალი კიდევ უფრო ნათელია, რადგან U-18 და U-20 ნაკრებებში მხოლოდ გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან.როგორც რაგბის კავშირში აღნიშნეს, სანამ მაისაშვილის შემცვლელის ვინაობა გაირკვევა, ის გუნდთან მუშაობას განაგრძობს.„თითქმის ოთხწლიანი მუშობის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მას ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის“, - ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.ქართული რაგბი სწორი მიმართულებით ვითარდება - ვასილ ლობჟანიძე >>მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან მაისაშვილის ყოფნის პერიოდში საქართველომ 2022 წელს პირველად დაამარცხა პირველი დონის Tier 1 მეტოქეები იტალია და უელსი და ზედიზედ ოთხი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. ბოლო მატჩი ქართველმა მორაგბეებმა უელსთან 19:43 წააგეს. მანამდე წააგეს ავსტრალიასთან – 15:35, ფიჯისთან – 12:17. პორტუგალიასთან მატჩი კი ფრედ დასრულდა – 18:18.საფრანგეთში გამართული მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-14 პოზიციაზე დაქვეითდა. მსოფლიო თასის დაწყებამდე ქართველი მორაგბეები მე-11 ადგილს იკავებდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252590722_121:0:1725:1203_1920x0_80_0_0_368a484b8aedae2873cfb5d255a96088.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
რაგბი: ლევან მაისაშვილმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
როგორც რაგბის კავშირში აღნიშნეს, სანამ მაისაშვილის შემცვლელის ვინაობა გაირკვევა, ის გუნდთან მუშაობას განაგრძობს.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ თანამდებობა დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.
მსოფლიო თასზე საფრანგეთში ქართული გუნდის წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ (სამი წაგება და ერთი ფრე), პრესაში გაჩნდა ხმები, რომ მაისაშვილი თანამდებობას დატოვებდა. მაშინ რაგბის კავშირმა უარყო ეს ინფორმაცია და მას „ფეიკი" უწოდა.
„მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული ოთხი წელი იყო უმნიშვნელოვანესი და ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ“, - ნათქვამია მაისაშვილის წერილში.
მისი თქმით, ბორჯღალოსნების მომავალი კიდევ უფრო ნათელია, რადგან U-18 და U-20 ნაკრებებში მხოლოდ გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან.
როგორც რაგბის კავშირში აღნიშნეს, სანამ მაისაშვილის შემცვლელის ვინაობა გაირკვევა, ის გუნდთან მუშაობას განაგრძობს.
„თითქმის ოთხწლიანი მუშობის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მას ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის“, - ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან მაისაშვილის ყოფნის პერიოდში საქართველომ 2022 წელს პირველად დაამარცხა პირველი დონის Tier 1 მეტოქეები იტალია და უელსი და ზედიზედ ოთხი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. ბოლო მატჩი ქართველმა მორაგბეებმა უელსთან 19:43 წააგეს. მანამდე წააგეს ავსტრალიასთან – 15:35, ფიჯისთან – 12:17. პორტუგალიასთან მატჩი კი ფრედ დასრულდა – 18:18.
საფრანგეთში გამართული მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-14 პოზიციაზე დაქვეითდა. მსოფლიო თასის დაწყებამდე ქართველი მორაგბეები მე-11 ადგილს იკავებდნენ.