https://sputnik-georgia.com/20231001/qartuli-ragbi-swori-mimartulebit-vitardeba-vasil-lobjanize-282845719.html
ქართული რაგბი სწორი მიმართულებით ვითარდება - ვასილ ლობჟანიძე
ქართული რაგბი სწორი მიმართულებით ვითარდება - ვასილ ლობჟანიძე
Sputnik საქართველო
ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონატების წინ ტესტ-მატჩების ჩატარება ძლიერ მეტოქესთან, რათა ნათლად გამოჩნდეს ნაკლოვანებები, განაცხადა საქართველოს ნაკრების მოთამაშემ 01.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-01T21:35+0400
2023-10-01T21:35+0400
2023-10-01T21:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23192/69/231926938_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_ef0e30910f32aef67f3eb620b4a01f98.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქართული რაგბი სწორად ვითარდება და ძალიან ახლოს არის იმ ბალანსთან, რაც შერკინებასა და ხაზს შორის თამაშის დროს არის, განაცხადა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ვასილ ლობჟანიძემ პარიზში მსოფლიო თასზე ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ.საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე მესამე მატჩში ფიჯის შეხვდა და, თავდაუზოგავი ბრძოლის მიუხედავად, ანგარიშით 12:17 დამარცხდა.მისი თქმით, მთლიანობაში ფიჯის წინააღმდეგ თამაში დადებითად შეიძლება შეფასდეს.„მიუხედავად ანგარიშისა, თამაშს დადებითად შევაფასებ. კმაყოფილი ვარ თითოეული მორაგბის თავდადებით. იმედია, გულშემატკივარმა დაინახა, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, მათთვის მიცემული პირობა შევასრულეთ“, - განაცხადა ლობჟანიძემ.მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონატების წინ ტესტ-მატჩების ჩატარება ძლიერ მეტოქესთან, რათა ნათლად გამოჩნდეს ნაკლოვანებები.С ჯგუფის ლიდერად რჩება უელსის ნაკრები (14 ქულით). ფიჯის აქვს 10 ქულა და მეორე პოზიციაზეა. შემდეგ მოდის ავსტრალია (6 ქულა), საქართველო (3 ქულა) და პორტუგალია (2 ქულა).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23192/69/231926938_0:0:1068:800_1920x0_80_0_0_e8423d4808f4912edff9965f59fdb6c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ქართული რაგბი სწორი მიმართულებით ვითარდება - ვასილ ლობჟანიძე
ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონატების წინ ტესტ-მატჩების ჩატარება ძლიერ მეტოქესთან, რათა ნათლად გამოჩნდეს ნაკლოვანებები, განაცხადა საქართველოს ნაკრების მოთამაშემ
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქართული რაგბი სწორად ვითარდება და ძალიან ახლოს არის იმ ბალანსთან, რაც შერკინებასა და ხაზს შორის თამაშის დროს არის, განაცხადა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ვასილ ლობჟანიძემ პარიზში მსოფლიო თასზე ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე მესამე მატჩში ფიჯის შეხვდა და, თავდაუზოგავი ბრძოლის მიუხედავად, ანგარიშით 12:17 დამარცხდა.
„ამ თამაშებმა დაგვანახა, რომ ქართული რაგბი სწორად ვითარდება, ძალიან ახლოს ვართ იმ ბალანსთან, რაც შერკინებასა და ხაზს შორის თამაშის დროს არის“, - განაცხადა ლობჟანიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, მთლიანობაში ფიჯის წინააღმდეგ თამაში დადებითად შეიძლება შეფასდეს.
„მიუხედავად ანგარიშისა, თამაშს დადებითად შევაფასებ. კმაყოფილი ვარ თითოეული მორაგბის თავდადებით. იმედია, გულშემატკივარმა დაინახა, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, მათთვის მიცემული პირობა შევასრულეთ“, - განაცხადა ლობჟანიძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონატების წინ ტესტ-მატჩების ჩატარება ძლიერ მეტოქესთან, რათა ნათლად გამოჩნდეს ნაკლოვანებები.
„რა თქმა უნდა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატამდე ტიერ 1-ის გუნდს ეთამაშები, უფრო ნათლად ჩანს ნაკლოვანებები, ხედავ, რა დონეზე ხარ. ფიჯისგან განსხვავებით, ამის შესაძლებლობა ჩვენ ნაკლებად გვქონდა“, - დაასკვნა ლობჟანიძემ.
С ჯგუფის ლიდერად რჩება უელსის ნაკრები (14 ქულით). ფიჯის აქვს 10 ქულა და მეორე პოზიციაზეა. შემდეგ მოდის ავსტრალია (6 ქულა), საქართველო (3 ქულა) და პორტუგალია (2 ქულა).