ირანმა აცნობა ისრაელს, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ომში ჩაერევა

© AFP 2024 / JALAA MAREYისრაელის ჯარისკაცები საზღვარზე
ისრაელის ჯარისკაცები საზღვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2023
გამოწერა
ინფორმაცია გადასცა გაეროს სპეცწარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ირანმა გაეროს მეშვეობით ისრაელს აცნობა, რომ არ სურს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და იძულებული იქნება ჩაერიოს, თუ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, იუწყება პორტალი Axios წყაროებზე დაყრდნობით.
პორტალის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი ბეირუთში შეხვდა გაეროს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის სპეციალურ კოორდინატორს თორ ვენესლანდს. პორტალის ინფორმაციით, გაეროს წარმომადგენელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს დახმარება სთხოვა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილების კუთხით.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანს არ სურს კონფლიქტი გადაიზარდოს რეგიონულ ომში და სურს დაეხმაროს ღაზაში ჰამასის მიერ მძევლად მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებაში. მაგრამ ამირ აბდოლაჰიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს აქვს საკუთარი წითელი ხაზები. მან თქვა, რომ „თუ ისრაელის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, განსაკუთრებით თუ ისრაელი შეასრულებს დაპირებას ღაზაზე სახმელეთო შეტევის შესახებ, ირანს მოუწევს პასუხის გაცემა“, - ნათქვამია პორტალის განცხადებაში.
პორტალის წყაროების ცნობით, ვენესლანდმა დაურეკა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ცაჰი ჰანეგბის და სხვა მაღალჩინოსნებს და ირანის მესიჯი გადასცა.
სააგენტო Tasnim, თავის მხრივ, იტყობინება, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა შაბათს საღამოს კატარში შეხვედრა და მოლაპარაკება გამართა პალესტინის მოძრაობა ჰამასის პოლიტბიუროს ლიდერთან ისმაილ ჰანიასთან, მხარეებმა განიხილეს საომარი ვითარება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე.
7 ოქტომბერს დილით ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - პალესტინის მოძრაობის ჰამასის სამხედრო ფრთამ განაცხადა, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“. გარდა ამისა, მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ორგანიზაციის მებრძოლებმა შეაღწიეს სამხრეთ ისრაელის სასაზღვრო რაიონებში.
თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელზე მასირებული იერიშის დღეს ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.
„თქვენ უდავოდ გაიმარჯვებთ“ - საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელს მიმართა >>
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები" წამოიწყეს. ჯარი სრულ სამხედრო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ისრაელის სამხედროებმა თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ღაზას საზღვართან მდებარე ყველა დასახლებული პუნქტი და საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყეს. ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა: წყლის, საკვების, ელექტროენერგიის, მედიკამენტების და საწვავის მიწოდება შეჩერდა.
თითოეული მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, რამდენიმე ათასი ისრაელელი და პალესტინელი დაშავდა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჰამასის ტყვეობაში შესაძლოა 150-მდე ისრაელის მოქალაქე იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0