ევროპიდან და აშშ-დან ავტომობილები საქართველოს გავლით რუსეთში არ ხვდებიან: სამინისტრო

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2023
გამოწერა
საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი, აღნიშნეს უწყებაში.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქეებს, სანქციების გვერდის ავლით, ევროპის ქვეყნებიდან და აშშ-დან ჩამოჰყავთ ავტომობილები და საქართველოს ტერიტორიიდან ტრანზიტით გაჰყავთ რუსეთში, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შაბათს ტელეკომპანია Formula-ს ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად უკვეთავენ მანქანებს ევროპის ქვეყნებიდან და შეერთებული შტატებიდან, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით საქართველოში არსებული შუამავლების მეშვეობით. სიუჟეტის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიციისთვის ცნობილია სანქციების დარღვევის შესახებ.
„აღნიშნულ გადაცემაში მტკიცებით ფორმაში ითქვა თითქოს მათ ხელთ ჰქონდათ ე.წ. „უტყუარი მტკიცებულებები“ თუ როგორ უპრობლემოდ აგვარებენ რუსეთის მოქალაქეები ავტომობილების გაყვანას კანონის გვერდის ავლით“ და რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს არის სრული სიცრუე და თავად მედია საშუალების მიერ შექმნილი ყალბი პროპაგანდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი, აღნიშნეს უწყებაში.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.
ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
ოპოზიცია მრავალი თვე ადანაშაულებდა ხელისუფლებას სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში, რომლებიც საქართველოში 2023 წლის ივნისში იმყოფებოდნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მუშაობა.
ლატვიამ საქართველოს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა - პაპუაშვილმა პრეზიდენტი გააკრიტიკავ >>
ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის ოპერატორის მიერ, მიწოდებული ინფორმაცია ავტორების მიერ არის არასრულად გავრცელებული და მოკლებულია ობიექტურ/მაიდინტიფიცირებელ განმარტებას. კონსულტაციის მიმდინარეობისას ოპერატორის მიერ, დეტალური ინფორმაციის გაცნობის მიზნით, მოხდა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საინფორმაციო ბმულის მიწოდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ინფორმაციის გავრცელების მაღალი სტანდარტის შესაბამისად, მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის მცდარი ფაქტების მიწოდებისგან, უწყებისა და ქვეყნის დისკრედიტაციისგან“,-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0