https://sputnik-georgia.com/20231014/suasaukuneebis-cixis-dalasqvra-awarasi-axali-turistuli-biliki-gaixsna-283264300.html
შუასაუკუნეების ციხის დალაშქვრა: აჭარაში ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა
შუასაუკუნეების ციხის დალაშქვრა: აჭარაში ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა
Sputnik საქართველო
ხიხანის ციხის დალაშქვრა მეტად უსაფრთხო გახდა, ხოლო ლოკაცია - უფრო მიმზიდველი 14.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-14T14:11+0400
2023-10-14T14:11+0400
2023-10-14T17:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარის მთავრობა
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281748627_63:388:889:853_1920x0_80_0_0_993eb874014d3bec87fc7ec0f567b857.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ზღვის დონიდან 2236 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ხიხანის შუა საუკუნეების ციხესიმაგრისკენ მიმავალი ტურისტული ბილიკის მშენებლობა დაასრულა, იუწყება დეპარტამენტის პრესსამსახური.ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე დამონტაჟებულია გარემოსთან ადაპტირებული კიბეები მოაჯირებით, მოსასვენებელი ადგილები, საქანელა და ფანჩატური. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის შედეგად ციხის დალაშქვრა მეტად უსაფრთხო გახდა, ხოლო ლოკაცია - უფრო მიმზიდველი.ახალი ბილიკი პირველებმა გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს.ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და მიუწვდომელი ციხეა აჭარაში. ციხე უნიკალურია როგორც თავისი მდებარეობითა და იერსახით, ასევე მიმდებარე ლანდშაფტით. ნაგებობა მთის ფერდობზე მდებარეობს.ხიხანის ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ იგი X-XIII საუკუნეებში აიგო.ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ციხის მშენებლობა დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულმა XIII საუკუნის ცნობილმა მეცნიერმა, პროზაიკოსმა ტბელ აბუსერიძემ. ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულებაში დიდი როლი მისმა მეუღლემ მაგულიმ შეასრულა. სხვა წყაროები ხიხანის ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ. ციხე იყო აჭარის მთავრების აბუსერიძეების რეზიდენცია.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281748627_177:392:791:853_1920x0_80_0_0_7da4fe125f72e63c57ccfc9eb36de6fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარის მთავრობა , აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, აჭარის მთავრობა , აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
შუასაუკუნეების ციხის დალაშქვრა: აჭარაში ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა
14:11 14.10.2023 (განახლებულია: 17:07 14.10.2023) ხიხანის ციხის დალაშქვრა მეტად უსაფრთხო გახდა, ხოლო ლოკაცია - უფრო მიმზიდველი
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ზღვის დონიდან 2236 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ხიხანის შუა საუკუნეების ციხესიმაგრისკენ მიმავალი ტურისტული ბილიკის მშენებლობა დაასრულა, იუწყება დეპარტამენტის პრესსამსახური.
ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე დამონტაჟებულია გარემოსთან ადაპტირებული კიბეები მოაჯირებით, მოსასვენებელი ადგილები, საქანელა და ფანჩატური. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის შედეგად ციხის დალაშქვრა მეტად უსაფრთხო გახდა, ხოლო ლოკაცია - უფრო მიმზიდველი.
ახალი ბილიკი პირველებმა გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს.
ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და მიუწვდომელი ციხეა აჭარაში. ციხე უნიკალურია როგორც თავისი მდებარეობითა და იერსახით, ასევე მიმდებარე ლანდშაფტით. ნაგებობა მთის ფერდობზე მდებარეობს.
ხიხანის ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ იგი X-XIII საუკუნეებში აიგო.
ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ციხის მშენებლობა დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულმა XIII საუკუნის ცნობილმა მეცნიერმა, პროზაიკოსმა ტბელ აბუსერიძემ. ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულებაში დიდი როლი მისმა მეუღლემ მაგულიმ შეასრულა. სხვა წყაროები ხიხანის ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ. ციხე იყო აჭარის მთავრების აბუსერიძეების რეზიდენცია.