საქართველოში 2024 წლიდან შშმ პირთა დახმარება გაიზრდება

© photo: Sputnik / Stringerაქცია თბილისში შშმ პიურთა დღესთან დაკავშირებით
აქცია თბილისში შშმ პიურთა დღესთან დაკავშირებით - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2023
გამოწერა
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით გაიზრდება
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. 2024 წლიდან საქართველოში შშმ პირთა დახმარების ოდენობა სოციალური პაკეტის ინდექსაციის მიხედვით გაიზრდება, ნათქვამია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება ჯგუფის მიხედვით 100-300 ლარის ფარგლებში მერყეობს.
კერძოდ, გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის - 20 ლარით.
კანონის მიხედვით, გამოხატული შშმ პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დახმარება გამოითვლება ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლებით, ხოლო სხვა პირებისთვის - ეკონომიკური ზრდის მიხედვით.
საქართველოში შშმ პირები ოთხ ჯგუფად იყოფიან: პირველი (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მეორე (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მესამე (ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და მეოთხე (ბავშვები - პირველი, მეორე, მესამე ჯგუფები).
ყველა ახალი ამბავი
0