https://sputnik-georgia.com/20231014/saqartvelos-mosaxleobas-sveticxovloba-miuloces-283262300.html
საქართველოს მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცეს
საქართველოს მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცეს
Sputnik საქართველო
მილოცვებს პრემიერი და პრეზიდენტი შეუერთდნენ 14.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-14T12:45+0400
2023-10-14T12:45+0400
2023-10-14T14:31+0400
რელიგია
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
მცხეთა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24675/40/246754054_117:366:2433:1669_1920x0_80_0_0_a31742da052d9c6ce49046f623dc1608.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მცხეთობას ულოცავს.დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას" დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს >>საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიულოცა. პრემიერმა სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტო გამოაქვეყნა მისალოცი წარწერით. ქვეყნის მოსახლეობას დღესასწაული ასევე მიულოცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.მცხეთის ცენტრი თანდათან ერთ დიდ სადღესასწაულო ღონისძიებად გადაიქცევა. ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდება.სტუმრებისა და მცხეთელებისთვის გაიმართება სპორტული და გასართობი ღონისძიებები, საქართველოს რეგიონებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრობა-გაყიდვა, საკარნავალო მსვლელობა, კონცერტები, „მცხეთის საპატიო მოქალაქის“ დაჯილდოება და მრავალი სხვა.სვეტიცხოვლობის დღესასწაული გალა კონცერტით დაიხურება.
საქართველო
მცხეთა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24675/40/246754054_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_3b13bc242faeed43b3831aaffda4327f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, მცხეთა
რელიგია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, მცხეთა
საქართველოს მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცეს
12:45 14.10.2023 (განახლებულია: 14:31 14.10.2023) მილოცვებს პრემიერი და პრეზიდენტი შეუერთდნენ
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მცხეთობას ულოცავს.
დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას" დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
„ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანი, დედოფალი ნანა, წმ. სიდონია და აბიათარი მოიხსენიება“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიულოცა. პრემიერმა სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტო გამოაქვეყნა მისალოცი წარწერით. ქვეყნის მოსახლეობას დღესასწაული ასევე მიულოცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მცხეთის ცენტრი თანდათან ერთ დიდ სადღესასწაულო ღონისძიებად გადაიქცევა. ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდება.
სტუმრებისა და მცხეთელებისთვის გაიმართება სპორტული და გასართობი ღონისძიებები, საქართველოს რეგიონებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრობა-გაყიდვა, საკარნავალო მსვლელობა, კონცერტები, „მცხეთის საპატიო მოქალაქის“ დაჯილდოება და მრავალი სხვა.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული გალა კონცერტით დაიხურება.