https://sputnik-georgia.com/20231014/arcil-talakvazem-evrokavsiris-kandidatis-statusis-misapoveblad-mtavari-piroba-daasaxela-283265487.html
არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მთავარი პირობა დაასახელა
არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მთავარი პირობა დაასახელა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, დარწმუნებულია პოლიტიკოსი 14.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-14T20:25+0400
2023-10-14T20:25+0400
2023-10-14T20:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136362_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_f8c2c2a4901a87846238144b90bc3d08.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, დეკემბრამდე განახორციელოს ყველა ის რეფორმა, რაც ქვეყანას სჭირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ არჩილ თალაკვაძემ.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.მისი თქმით, ხელისუფლებამ სტატუსის მისაღებად მაქსიმუმი გააკეთა და გადაწყვეტილება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის ინტერესებში შედის.„კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა ან მისი გადავადება, იქნება ძალიან ცუდი სიგნალი და ეს იქნება პირდაპირი გზავნილი ჩვენი საერთო მტრებისთვის, მოწინააღმდეგეებისთვის რომ საქართველო თავისმა მეგობრებმა ამ რთულ დროს როცა რეგიონში ომია, დატოვეს მარტო. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.საქართველო ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში: პრემიერ-მინისტრისთვის უარი მიუღებელი იქნება >>ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია - ესაა გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136362_180:0:1620:1080_1920x0_80_0_0_c24cf4e15221c597559fe6450a73ee82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მთავარი პირობა დაასახელა
საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, დარწმუნებულია პოლიტიკოსი
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, დეკემბრამდე განახორციელოს ყველა ის რეფორმა, რაც ქვეყანას სჭირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ არჩილ თალაკვაძემ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„სტატუსი თავად არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი და შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა ამ პროცესში არის ის, რომ არ დავტოვოთ არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, არ დავტოვოთ არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი დეკემბრისთვის, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს ასეც იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ სტატუსის მისაღებად მაქსიმუმი გააკეთა და გადაწყვეტილება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის ინტერესებში შედის.
„კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა ან მისი გადავადება, იქნება ძალიან ცუდი სიგნალი და ეს იქნება პირდაპირი გზავნილი ჩვენი საერთო მტრებისთვის, მოწინააღმდეგეებისთვის რომ საქართველო თავისმა მეგობრებმა ამ რთულ დროს როცა რეგიონში ომია, დატოვეს მარტო. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია - ესაა გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.