https://sputnik-georgia.com/20231013/ungreti-dainteresebulia-saqartvelotan-savawro-urtiertobebis-ganvitarebit-283229909.html
უნგრეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით
უნგრეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით
Sputnik საქართველო
უნგრულმა მხარემ წარმოადგინა თავისი წინადადებები ჩვენი მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 13.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-13T10:19+0400
2023-10-13T10:19+0400
2023-10-13T15:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
უნგრეთი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273374930_0:0:3145:1770_1920x0_80_0_0_9a52b96f709815f8c3435636aa35a62d.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და უნგრეთის მთავრობები სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხებს განიხილავენ, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რევაზ ჯაველიძემ საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის სხდომის შემდეგ.საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.მისი თქმით, უნგრულმა მხარემ გამოხატა ინტერესი საქართველოსა და ევროკავშირის ისეთ პროექტებში მონაწილეობის შესახებ, როგორიცაა ციფრული სერვისების განვითარება და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა, რომელიც გაივლის შავი ზღვის ფსკერზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურება.მნიშვნელოვანი თანამშრომლობასაქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთშორისი კომისია ფუნქციონირებს.შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.პრემიერი: ელექტროკაბელი ევროპაში შავი ზღვის გავლით ბოლო 30 წლის უმნიშვნელოვანესი პროექტია>>ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273374930_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_7a91036cfe79bd4097d6f22167dc2293.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
უნგრეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით
10:19 13.10.2023 (განახლებულია: 15:50 13.10.2023) უნგრულმა მხარემ წარმოადგინა თავისი წინადადებები ჩვენი მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და უნგრეთის მთავრობები სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხებს განიხილავენ, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რევაზ ჯაველიძემ საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის სხდომის შემდეგ.
საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„თავისთავად, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ჩვენი დერეფანი იყოს დატვირთული და ვისაუბრეთ, რა არის გასაკეთებელი ამ კუთხით... უნგრულმა მხარემ წარმოადგინა თავისი წინადადებები, როგორ შეიძლება განავითაროს სავაჭრო ურთიერთობები ჩვენი მიმართულებით. ერთ-ერთი, რაზეც იყო საუბარი, არის, რომ რაც შეიძლება ინტენსიური კომუნიკაცია იყოს ჩვენს ხალხებს შორის, მათ შორის, „ვიზეარის“ დამატებითი ბორტის დანიშვნით“, – აღნიშნა რევაზ ჯაველიძემ.
მისი თქმით, უნგრულმა მხარემ გამოხატა ინტერესი საქართველოსა და ევროკავშირის ისეთ პროექტებში მონაწილეობის შესახებ, როგორიცაა ციფრული სერვისების განვითარება და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა, რომელიც გაივლის შავი ზღვის ფსკერზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურება.
მნიშვნელოვანი თანამშრომლობა
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთშორისი კომისია ფუნქციონირებს.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.