თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია
© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 ოქტომბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, პეკინის გამზირის, პეტრე მელიქიშვილის გამზირის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), ბოჭორიშვილის, ჩიქვანაიას, ეკალაძის, გიორგი მიროტაძის, ახვლედიანის, სანაპიროს, მიხეილ ჯავახიშვილის, კოსტავას, შარტავას, ბენდელიანის, ვაშლოვანის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, აფაქიძის, მიმინოშვილის, კოდორის, კობახიძის, ოჟიოს, აკაკი ბაქრაძის, ქიაჩელის, ჯუღელის, ფიზკულტურის, გოთუას, ნიკო ნიკოლაძის, სატივეს, გალაკტიონ ტაბიძის, საქანელას, ლვოვის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, მგალობლიშვილის, გახოკიძის, ვაზისუბნის, ოდესის, გაგარინის, ზოვრეთის, ილია ოდიშელიძის, იმედაშვილის, ვიტალი დარასელიას, ოჩამჩირის, ანაგის, არდაზიანის, ზემო ვეძისის და გაბრიელ ისაკაძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ვანის, ცემის, სპირიდონ კედიას და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.