საქართველო 2024 წელს ჯარის რიცხოვნობას არ გაზრდის

© photo: Sputnik / Stringerქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2023
გამოწერა
შეზღუდვა არ ეხება სამხედრო მდგომარეობას, რეზერვისტებსა და თავდაცვის სამინისტროს დროებით საშტატო თანამშრომლებს.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში განიხილავენ მთავრობის დადგენილების პროექტს „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“.
დადგენილების თანახმად, მომავალ წელს თავდაცვის ძალების რიცხოვნობა არ გადააჭარბებს 37 ათას ადამიანს. ამგვარად, ქართული ჯარის პირადი შემადგენლობის რაოდენობა უცვლელი დარჩება.
ეს შეზღუდვა არ ეხება სამხედრო მდგომარეობას, რეზერვისტებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დროებით საშტატო თანამშრომლებს.
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა, ესენია: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თავდაცვის განახლებულ კოდექსს: როდის ამოქმედდება სიახლეები>>
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფმა, რომელსაც ხელი მიუწვდება სახელმწიფო საიდუმლოებაზე, განიხილა საქართველოს ბიუჯეტის „საიდუმლო“ ხარჯების საკითხი მომავალ წელს.

„ნდობის ჯგუფმა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ის ნაწილი განიხილა, რომელიც არ არის საჯარო. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ნდობის ჯგუფის მხრიდან მხარდაჭერილ იქნა“, – განაცხადა ჯგუფის სხდომის შემდეგ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

ნდობის ჯგუფის სხდომას ესწრებოდნენ თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0