https://sputnik-georgia.com/20231013/putini-rusetisa-da-saqartvelos-urtiertobebi-msvidia-283253369.html
პუტინი: რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები მშვიდია
პუტინი: რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები მშვიდია
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მეზობლებთან ურთიერთობების დიდი ინტერესი აქვს. 13.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-13T20:43+0400
2023-10-13T20:43+0400
2023-10-13T22:54+0400
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
დსთ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0d/283252610_419:672:2865:2048_1920x0_80_0_0_777d810def6470be1898c7929634558f.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები მშვიდია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი 13 ოქტომბერს დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, უზბეკეთისა და თურქმენეთის ლიდერები − შავქათ მირზიიოევი და სერდარ ბერდიმუჰამედოვი.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.მოვა დრო და საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება - პოლიტოლოგი>>საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 2023 წლის 10 მაისს გაუქმდა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის. ასევე გაუქმდა 2000 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.პუტინი: ზოგი ქვეყანა დსთ-ში ირიცხება, მაგრამ არ მუშაობს ამ ფორმატში>>რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულიდან ცალმხრივად შეწყვიტა. ამის მიზეზი გახდა მასობრივი აქციები საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0d/283252610_577:612:2491:2048_1920x0_80_0_0_4eb4b399fa61b7d638c78f46ff2545ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო, დსთ
ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო, დსთ
პუტინი: რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები მშვიდია
20:43 13.10.2023 (განახლებულია: 22:54 13.10.2023) რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მეზობლებთან ურთიერთობების დიდი ინტერესი აქვს.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები მშვიდია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი 13 ოქტომბერს დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, უზბეკეთისა და თურქმენეთის ლიდერები − შავქათ მირზიიოევი და სერდარ ბერდიმუჰამედოვი.
„საქართველოში ამჟამად ურთიერთობები გვაქვს მშვიდი. მათაც დიდი ინტერესი აქვთ მეზობლებთან თანამშრომლობის“, – განაცხადა პუტინმა, იუწყება РИА Новости.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 2023 წლის 10 მაისს გაუქმდა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის. ასევე გაუქმდა 2000 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულიდან ცალმხრივად შეწყვიტა. ამის მიზეზი გახდა მასობრივი აქციები საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.