https://sputnik-georgia.com/20231013/luaksenko-dst-is-samitze-283241384.html
ლუკაშენკო: დასავლეთი დსთ-ის დაშლის მცდელობებს არ ეშვება
ლუკაშენკო: დასავლეთი დსთ-ის დაშლის მცდელობებს არ ეშვება
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. დასავლეთი არ ეშვება დსთ-ის ქვეყნების „სხვადასხვა მიმართულებით დაშლისა“ და მათი დასუსტების მცდელობებს, განაცხადა ბელარუსის... 13.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-13T13:57+0400
2023-10-13T13:57+0400
2023-10-13T17:11+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ყირგიზეთი
დსთ
პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0c/265911828_0:0:3183:1791_1920x0_80_0_0_b1935e883acc8f3096776c7835870728.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. დასავლეთი არ ეშვება დსთ-ის ქვეყნების „სხვადასხვა მიმართულებით დაშლისა“ და მათი დასუსტების მცდელობებს, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბიშკეკში მიმდინარე დსთ-ის სამიტზე.ლუკაშენკომ მოუწოდა სამიტის მონაწილეებს, თავი ქვიშაში კი არ ჩარგონ, არამედ უფრო კრიტიკულად შეაფასონ თანამეგობრობაში არსებული ვითარება.ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი დღეს, 13 ოქტომბერს დაიწყო. ღონისძიების თავმჯდომარეა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი. სამიტში მონაწილეობენ: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, უზბეკეთისა და თურქმენეთის ლიდერები − შავქათ მირზიიოევი და სერდარ ბერდიმუჰამედოვი.გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე სახელმწიფოთა მეთაურები სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხების განხილვას აპირებენ. ისინი ასევე შეაჯამებენ დსთ-ის ფარგლებში თანამშრომლობის შედეგებს და სამომავლო ამოცანებსაც დასახავენ.
ყირგიზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0c/265911828_299:0:3030:2048_1920x0_80_0_0_d7cd6804b69cc44d81e1099b202d95c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ყირგიზეთი, დსთ , პოლიტიკა, ალექსანდრ ლუკაშენკო
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ყირგიზეთი, დსთ , პოლიტიკა, ალექსანდრ ლუკაშენკო
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. დასავლეთი არ ეშვება დსთ-ის ქვეყნების „სხვადასხვა მიმართულებით დაშლისა“ და მათი დასუსტების მცდელობებს, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბიშკეკში მიმდინარე დსთ-ის სამიტზე.
„შეგახსენებთ, რომ თანამეგობრობის შექმნის მთავარი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავშირების გაწყვეტის თავიდან აცილება. ეს არ აწყობდათ და არც დღეს აწყობთ ჩვენს კონკურენტებს, დასავლეთს, რომელიც დღემდე არ წყვეტს ჩვენი სხვადასხვა მიმართულებით გაფანტვის, დასუსტებისა და საკუთარი ინტერესებისთვის დამორჩილების მცდელობებს“, − აღნიშნა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ მოუწოდა სამიტის მონაწილეებს, თავი ქვიშაში კი არ ჩარგონ, არამედ უფრო კრიტიკულად შეაფასონ თანამეგობრობაში არსებული ვითარება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ძველი კონფლიქტი, რომლებიც თავის დროზე შემოგვიგდეს, აუცილებლად იჩენს თავს ძალიან სამწუხარო შედეგებით. მადლობა ღმერთს, რომ ამ კონფლიქტების გადაჭრის გზები არა მხოლოდ გამოიკვეთა, არამედ ზოგიერთი მათგანი წარმატებითაც მოგვარდა", − განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი დღეს, 13 ოქტომბერს დაიწყო. ღონისძიების თავმჯდომარეა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი. სამიტში მონაწილეობენ: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, უზბეკეთისა და თურქმენეთის ლიდერები − შავქათ მირზიიოევი და სერდარ ბერდიმუჰამედოვი.
გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე სახელმწიფოთა მეთაურები სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხების განხილვას აპირებენ. ისინი ასევე შეაჯამებენ დსთ-ის ფარგლებში თანამშრომლობის შედეგებს და სამომავლო ამოცანებსაც დასახავენ.