ბულგარეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

© Ministry of Foreign Affairs of Georgiaდავით დარჩიაშვილი და მარია გაბრიელი
დავით დარჩიაშვილი და მარია გაბრიელი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2023
გამოწერა
მნიშვნელოვანიაინტენსიური დიალოგის დონის შენარჩუნება და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის ბულგარეთის პოზიციის გაზიარება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, განაცხადა გაბრიელმა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი უნდა აისახოს ევროკომისიის ანგარიშში, განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია გაბრიელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოფიაში.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„მინდა დავადასტურო ევროკავშირის მიერ 2022 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკომისიის ანგარიშში ეს პროგრესი მალე აისახება. მნიშვნელოვანია ამ ინტენსიური დიალოგის დონის შენარჩუნება და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის ბულგარეთის პოზიციის გაზიარება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გაბრიელმა.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ჩვენ ვიზეიმებთ კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებათა დაწყების საფუძველი გახდება. ეს გადამწყვეტი ეტაპია საქართველოს ევროპული მომავლისთვის - ეს არის სტრატეგიული და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მტკიცედ დაუმკვიდრებს საქართველოს ადგილს ევროპის დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს პროგრესს როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ისე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ვიქტორ ორბანი: საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს>>
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0