https://sputnik-georgia.com/20231013/bbc-arsebobs-meore-frontis-gaxsnis-sasisroeba-283248052.html
„როცა დრო მოვა“: „ჰესბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასთან“ შესაერთებლად მზადაა
„როცა დრო მოვა“: „ჰესბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასთან“ შესაერთებლად მზადაა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი ლიბანში ჩავიდა და „ჰესბოლას“ ლიდერ ჰასან ნასრალას შეხვდა, იუწყება BBC. 13.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-13T17:22+0400
2023-10-13T17:22+0400
2023-10-13T21:51+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა
ლიბანი
ისრაელი
ისრაელი-ჰამასის ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283086272_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_a39b472a1c9572bd416d146bc36107bd.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი ლიბანში ჩავიდა და „ჰესბოლას“ ლიდერ ჰასან ნასრალას შეხვდა, იუწყება BBC.ირანელმა მინისტრმა ღაზაში მომხდარს პალესტინელების წინააღმდეგ „განგრძობადი სამხედრო დანაშაული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამას „უეჭველად მოჰყვება კოლექტიური პასუხი წინააღმდეგობის ღერძის მხრიდან“.როგორც გამოცემა წერს, არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიმდინარე ომში ახალი ფრონტი გაიხსნას, თუ „ჰესბოლა“ კონფლიქტში ჩარევასა და ისრაელზე თავდასხმას გადაწყვეტს პალესტინელი მოკავშირეების მხარდასაჭერად.აღსანიშნავია, რომ „ჰესბოლა“, ისევე, როგორც „ჰამასი“, ტერორისტულ ორგანიზაციად ცნეს დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა. ირანთან ახლო კავშირში მყოფი მოძრაობა ქვეყნის ყველაზე მძლავრი სამხედრო ძალაა. მანამდე „ჰესბოლა“ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციებზე თავდასხმით დაიმუქრა, თუ შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაერევა ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტში. დაჯგუფებამ ეს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც შეერთებულმა შტატებმა ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ და მისი დამრტყმელი ჯგუფი გაგზავნა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.წყარო: BBC
ლიბანი
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283086272_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_c383eee38ea881f379502998ecd52e82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, ლიბანი, ისრაელი , ისრაელი-ჰამასის ომი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, ლიბანი, ისრაელი , ისრაელი-ჰამასის ომი
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი ლიბანში ჩავიდა და „ჰესბოლას“ ლიდერ ჰასან ნასრალას შეხვდა, იუწყება BBC.
ირანელმა მინისტრმა ღაზაში მომხდარს პალესტინელების წინააღმდეგ „განგრძობადი სამხედრო დანაშაული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამას „უეჭველად მოჰყვება კოლექტიური პასუხი წინააღმდეგობის ღერძის მხრიდან“.
როგორც გამოცემა წერს, არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიმდინარე ომში ახალი ფრონტი გაიხსნას, თუ „ჰესბოლა“ კონფლიქტში ჩარევასა და ისრაელზე თავდასხმას გადაწყვეტს პალესტინელი მოკავშირეების მხარდასაჭერად.
„ახლახან „ჰესბოლას“ ლიდერის მოადგილემ [ნაიმ ქასემმა] განაცხადა, რომ ისინი ისრაელის წინააღმდეგ ომში „ჰამასთან“ შესაერთებლად მზად არიან. ბეირუთის გარეუბანში გამართულ შეხვედრაზე მან თქვა, რომ [„ჰესბოლა“] კონფლიქტში მაშინ ჩაერევა, როცა ამის დრო მოვა“, − წერს BBC ლიბანში მყოფ საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ „ჰესბოლა“, ისევე, როგორც „ჰამასი“, ტერორისტულ ორგანიზაციად ცნეს დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა. ირანთან ახლო კავშირში მყოფი მოძრაობა ქვეყნის ყველაზე მძლავრი სამხედრო ძალაა.
მანამდე „ჰესბოლა“ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციებზე თავდასხმით დაიმუქრა, თუ შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაერევა ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტში. დაჯგუფებამ ეს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც შეერთებულმა შტატებმა ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ და მისი დამრტყმელი ჯგუფი გაგზავნა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.