https://sputnik-georgia.com/20231012/rusetimedi-aqvsi-imedi-aqvt-rom-konfliqtis-dasruebis-semdeg-palestinis-saxelmwifo-seiqmneba-283217376.html
ლავროვი: იმედი გვაქვს, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ პალესტინის სახელმწიფო შეიქმნება
ლავროვი: იმედი გვაქვს, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ პალესტინის სახელმწიფო შეიქმნება
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. დსთ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტზე იმსჯელეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ... 12.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-12T15:40+0400
2023-10-12T15:40+0400
2023-10-12T18:53+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ყირგიზეთი
დსთ
რუსეთი
სერგეი ლავროვი
პოლიტიკა
ისრაელი-ჰამასის ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282737919_0:0:2995:1685_1920x0_80_0_0_8e6a798303f29976d6e5409da22ca5ea.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. დსთ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტზე იმსჯელეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ბრძოლები უნდა შეწყდეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.ლავროვმა კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა, პატივი სცენ ჰუმანიტარულ კანონს და თავი აარიდონ ძალის განურჩეველ გამოყენებას.მისი თქმით, დსთ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეეცდებიან, რომ თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტამდე შეათანხმონ საერთო პოზიცია პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავების შესახებ.ამასთან ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ ყველა სერიოზულად მოეკიდება გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ.დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა დღეს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთში ასევე იმყოფება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც, რომელიც უკვე შეხვდა პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს და ის ღირსების ორდენით დაჯილდოვა.
ყირგიზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282737919_264:0:2995:2048_1920x0_80_0_0_fac9042db57bbd3cc972ee50159a81d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ყირგიზეთი, დსთ , რუსეთი, სერგეი ლავროვი, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ყირგიზეთი, დსთ , რუსეთი, სერგეი ლავროვი, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი
თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. დსთ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტზე იმსჯელეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ბრძოლები უნდა შეწყდეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ლავროვმა კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა, პატივი სცენ ჰუმანიტარულ კანონს და თავი აარიდონ ძალის განურჩეველ გამოყენებას.
„დღეს ჩვენ ამ თემას შევეხეთ. <...> ყველას აქვს საერთო აზრი, რომ აუცილებელია კონფლიქტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვა, ნებისმიერი ტერორისტული აქტის აღკვეთა, ძალის განურჩეველი გამოყენების არდაშვება, რომლისგანაც ორივე მხარის მშვიდობიანი მოქალაქეები უკვე ზარალდებიან“, − განაცხადა რუსმა მინისტრმა.
მისი თქმით, დსთ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეეცდებიან, რომ თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტამდე შეათანხმონ საერთო პოზიცია პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავების შესახებ.
ამასთან ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ ყველა სერიოზულად მოეკიდება გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი ეს კონფლიქტი დასრულდება <...>, ყველა სერიოზულად აიღებს პასუხისმგებლობას, განახორციელოს გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები პალესტინის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებიც დამტკიცდა გაეროს მიერ“, − განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა დღეს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთში ასევე იმყოფება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც, რომელიც უკვე შეხვდა პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს და ის ღირსების ორდენით დაჯილდოვა.