ვიზიტი ყირგიზეთში: პუტინმა ჟაპაროვს ღირსების ორდენი გადასცა

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2023
გამოწერა
თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყირგიზეთს, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს ხვდება, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა მადლობა გადაუხადა ყირგიზ კოლეგას მიწვევისთვის და განაცხადა, რომ ეს ვიზიტი დიდი ხნის წინ მომწიფდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ამისთვის კარგი საბაბები არსებობს, თუმცა უსაბაბოდაც ეს ვიზიტი მომწიფებული იყო. ჩვენ ამაზე კარგა ხანია ვსაუბრობთ. ძალიან მიხარია, რომ ყირგიზეთში ვარ“, − განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ყირგიზეთის ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი და ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე მსხვილი ინვესტორია.
პუტინის თქმით, ყირგიზეთში ყველა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 36% რუსეთზე მოდის.
„გასულ წელს საქონელბრუნვა 37%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, თითქმის 3,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი კიდევ 17,9%-ით მოიმატა“, − აღნიშნა პუტინმა.
თავის მხრივ, სადირ ჟაპაროვმა მაღალი შეფასება მისცა რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამოკავშირეო ურთიერთობას.

„სასიხარულოა, რომ მყარი საფუძველი, რომელზეც ჩვენს ერთობლივ მომავალს ვაშენებთ, არის ორი ქვეყნის მეგობრობის ისტორიული კავშირები. ყირგიზეთისა და რუსეთის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად მყარი საფუძველი და ფართო პესრსპექტივები არსებობს“, − განაცხადა ჟაპაროვმა.

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკაში რუსული სკოლების მშენებლობა დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ ამ სასწავლო დაწესებულებებში მომზადებული კადრები წონად წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში.
ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრისას პუტინმა ჟაპაროვს ღირსების ორდენი გადასცა.
აღინიშნება, რომ ყირგიზეთში პარასკევს დსთ-ის ქვეყნების სამიტია დაგეგმილი.
ყველა ახალი ამბავი
0