https://sputnik-georgia.com/20231012/cahalma-islamuri-universiteti-aafetqa-283208904.html
ბოლო ცნობები: ცაჰალი გვირაბების ქსელს უტევს, განადგურებულია ისლამური უნივერსიტეტი - ვიდეო
ბოლო ცნობები: ცაჰალი გვირაბების ქსელს უტევს, განადგურებულია ისლამური უნივერსიტეტი - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელის თავდაცვის არმია (ცაჰალი) ღაზის სექტორში „ჰამასის“ ოპერატიულ, პოლიტიკურ და სამხედრო ობიექტებზე შეტევას განაგრძობს, მათ... 12.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-12T09:53+0400
2023-10-12T09:53+0400
2023-10-12T14:24+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283086144_0:185:3072:1913_1920x0_80_0_0_035dc890f0c561f1eecb222c98eac879.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელის თავდაცვის არმია (ცაჰალი) ღაზის სექტორში „ჰამასის“ ოპერატიულ, პოლიტიკურ და სამხედრო ობიექტებზე შეტევას განაგრძობს, მათ შორის, გვირაბების ქსელზე, რომლებსაც „ჰამასი“ სხვადასხვა მიზნებით იყენებს.როგორც ცაჰალის წარმომადგენელი ჯონათან კონრიკუსი განმარტავს სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, გვირაბების ქსელის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ჰამასი“ მოვიდა. მისი თქმით, აღნიშნული გვირაბები ტვირთების გადასაზიდად და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვა-ჩასატარებლად გამოიყენება.გარდა ამისა, ისრაელის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი ადამიანები მიწისქვეშეთში, სავარაუდოდ, სწორედ ამ გვირაბების ქსელში ჰყავთ გადამალული.ცაჰალის წარმომადგენლის თქმით, მძევლების მდგომარეობა უკიდურესად მგრძნობიარე და რთული თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს მძევლების გათავისუფლების გამოცდილება, აქამდე მსგავს ვითარებას არასდროს შეჯახებია.ღამის განმავლობაში ისრაელის არმიამ „ჰამასის“ კიდევ რამდენიმე ობიქტი გაანადგურა, მათ შორის ისლამური უნივერსიტეტიც, რომლის აფეთქების ვიდეოკადრები სოციალური ქსელით გავრცელდა.ამ დროის მონაცემებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის შედეგად 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულია 1200 და დაჭრილია 2800-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე.პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში დაღუპულია 1100 და დაჭრილია 5,3 ათასზე მეტი პალესტინელი.
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283086144_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_c428d123fc6837e2cda7c3b61ed4e923.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი
თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელის თავდაცვის არმია (ცაჰალი) ღაზის სექტორში „ჰამასის“ ოპერატიულ, პოლიტიკურ და სამხედრო ობიექტებზე შეტევას განაგრძობს, მათ შორის, გვირაბების ქსელზე, რომლებსაც „ჰამასი“ სხვადასხვა მიზნებით იყენებს.
როგორც ცაჰალის წარმომადგენელი ჯონათან კონრიკუსი განმარტავს სოციალურ ქსელ
X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, გვირაბების ქსელის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ჰამასი“ მოვიდა. მისი თქმით, აღნიშნული გვირაბები ტვირთების გადასაზიდად და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვა-ჩასატარებლად გამოიყენება.
გარდა ამისა, ისრაელის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი ადამიანები მიწისქვეშეთში, სავარაუდოდ, სწორედ ამ გვირაბების ქსელში ჰყავთ გადამალული.
„გონება გვკარნახობს, რომ ისინი მიწისქვეშეთში არიან. გონება ასევე გვკარნახობს, რომ „ჰამასი“, რადგან ისინი თავდასხმასა და ადამიანების მძევლად აყვანას აპირებდნენ, წინასწარ დაგეგმავდა, სად შეძლებდნენ მძევლების გადამალვას, რათა ისრაელის დაზვერვას მათი გათავისუფლება ვერ მოეხერხებინა“, − ამბობს კონრიკუსი.
ცაჰალის წარმომადგენლის თქმით, მძევლების მდგომარეობა უკიდურესად მგრძნობიარე და რთული თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს მძევლების გათავისუფლების გამოცდილება, აქამდე მსგავს ვითარებას არასდროს შეჯახებია.
ღამის განმავლობაში ისრაელის არმიამ „ჰამასის“ კიდევ რამდენიმე ობიქტი გაანადგურა, მათ შორის ისლამური უნივერსიტეტიც, რომლის აფეთქების ვიდეოკადრები სოციალური ქსელით გავრცელდა.
ამ დროის მონაცემებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის შედეგად 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულია 1200 და დაჭრილია 2800-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში დაღუპულია 1100 და დაჭრილია 5,3 ათასზე მეტი პალესტინელი.