https://sputnik-georgia.com/20231011/parlamentis-yofili-deputati-opozicioners-prokuraturasi-ucivis-283179279.html
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ოპოზიციონერს პროკურატურაში უჩივის
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ოპოზიციონერს პროკურატურაში უჩივის
ირაკლი სესიაშვილის თქმით, სიუჟეტის ავტორებმა გამოიყენეს ტრაგიკული ფაქტის ამსახველი ემოციური კადრები და მრავალგზის ახსენეს მისი სახელი. 11.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-11T09:44+0400
2023-10-11T09:44+0400
2023-10-11T16:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23430/54/234305459_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_a93740e5bce500763d4c9d977f71cb1b.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ირაკლი სესიაშვილმა პროკურატურას მიმართა და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ცილისწამებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, როდესაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა.შაბათს ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ნადირაძემ ირაკლი სესიაშვილი დაადანაშაულა კომპანია „მშენექსპერტის“ მფარველობაში, რომელმაც ვაკის პარკში შადრევნის ექსპერტიზა ჩაატარა. სესიაშვილის თქმით, მას ამ კომპანიის დამფუძნებელთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავისი აქციები ჯერ კიდევ 2018 წელს, ტრაგიკულ მოვლენებამდე ხუთი წლით ადრე გაყიდა.ყოფილი დეპუტატის თქმით, სიუჟეტის ავტორებმა გამოიყენეს ტრაგიკული ფაქტის ამსახველი ემოციური კადრები და მრავალგზის ახსენეს მისი სახელი, რათა საზოგადოებაში ეჭვი გაეჩინათ ტრაგიკულ მოვლენებთან მისი კავშირის შესახებ.„ამ გადაცემის და მათი ავტორთა მთავარი მიზანი იყო ერთადერთი – ცრუ დასმენა, ჩემი პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა, რის მიღწევასაც უნიჭოდ შეეცადნენ ავტორები ბინძური მედიატექნოლოგიით: უმძიმესი ემოციური კადრების ფონზე მაქსიმალურად ხშირად ხდებოდა ჩემი სახელის და გვარის ხსენება ტრაგედიასთან ასოცირების მიზნით“, – განაცხადა სესიაშვილმა.„სრული პასუხისმგებლობით და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არათუ რაიმე კავშირი არ მქონია ამ კომპანიასთან, მისი სახელწოდებაც კი ამ გადაცემიდან პირველად გავიგე“, – განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.ტრაგედია ვაკის პარკში - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა >>ტრაგედია ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. სამ ბავშვს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამიდან ორი მოზარდის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 13 წლის გოგონა დაიღუპა.საქმეზე ბრალდებულთა შორის იყვნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიგი გიგაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი, კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.ლაშა ფურცხვანიძეს ექვსი წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა, ოთხი წლით გიორგი გობეჯიშვილს, სამი წლისა და ექვსი თვის ვადით ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს, ხოლო ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს სამ-სამი წლის ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23430/54/234305459_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_e2b2154d6a893ad450ec3bfd45022ca1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ოპოზიციონერს პროკურატურაში უჩივის
09:44 11.10.2023 (განახლებულია: 16:44 11.10.2023) ირაკლი სესიაშვილის თქმით, სიუჟეტის ავტორებმა გამოიყენეს ტრაგიკული ფაქტის ამსახველი ემოციური კადრები და მრავალგზის ახსენეს მისი სახელი.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ირაკლი სესიაშვილმა პროკურატურას მიმართა და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ცილისწამებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, როდესაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა.
შაბათს ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ნადირაძემ ირაკლი სესიაშვილი დაადანაშაულა კომპანია „მშენექსპერტის“ მფარველობაში, რომელმაც ვაკის პარკში შადრევნის ექსპერტიზა ჩაატარა. სესიაშვილის თქმით, მას ამ კომპანიის დამფუძნებელთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავისი აქციები ჯერ კიდევ 2018 წელს, ტრაგიკულ მოვლენებამდე ხუთი წლით ადრე გაყიდა.
„ირაკლი ნადირაძემ, ამ პოლიტიკურმა კლოუნმა მტკიცებით ფორმაში განაცხადა, თითქოს მე რამე კავშირი მქონდეს რაღაც კომპანიასთან. ჩემი მოთხოვნაა – მაქსიმალურად დეტალურად იქნეს შესწავლილი საკითხი. არანაირ მიზანს არ წარმოადგენს მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ჩემთვის მთავარია, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ყოფილი დეპუტატის თქმით, სიუჟეტის ავტორებმა გამოიყენეს ტრაგიკული ფაქტის ამსახველი ემოციური კადრები და მრავალგზის ახსენეს მისი სახელი, რათა საზოგადოებაში ეჭვი გაეჩინათ ტრაგიკულ მოვლენებთან მისი კავშირის შესახებ.
„ამ გადაცემის და მათი ავტორთა მთავარი მიზანი იყო ერთადერთი – ცრუ დასმენა, ჩემი პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა, რის მიღწევასაც უნიჭოდ შეეცადნენ ავტორები ბინძური მედიატექნოლოგიით: უმძიმესი ემოციური კადრების ფონზე მაქსიმალურად ხშირად ხდებოდა ჩემი სახელის და გვარის ხსენება ტრაგედიასთან ასოცირების მიზნით“, – განაცხადა სესიაშვილმა.
„სრული პასუხისმგებლობით და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არათუ რაიმე კავშირი არ მქონია ამ კომპანიასთან, მისი სახელწოდებაც კი ამ გადაცემიდან პირველად გავიგე“, – განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.
ტრაგედია ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. სამ ბავშვს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამიდან ორი მოზარდის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 13 წლის გოგონა დაიღუპა.
საქმეზე ბრალდებულთა შორის იყვნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიგი გიგაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი, კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
ლაშა ფურცხვანიძეს ექვსი წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა, ოთხი წლით გიორგი გობეჯიშვილს, სამი წლისა და ექვსი თვის ვადით ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს, ხოლო ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს სამ-სამი წლის ვადით.