https://sputnik-georgia.com/20231011/darciasvili-israelsi-carcenili-saqartvelos-moqalaqeebi-samsoblosi-dabrunebas-sezleben-283202322.html
დარჩიაშვილი: ისრაელში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ
დარჩიაშვილი: ისრაელში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს საელჩო დახმარებას უწევს ჩვენს მოქალაქეებს ისრაელში, ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა. 11.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-11T20:05+0400
2023-10-11T20:05+0400
2023-10-31T15:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პალესტინა
ისრაელი-ჰამასის ომი
ქართული დიასპორა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283345386_0:257:3072:1985_1920x0_80_0_0_f1ae12953d6face40e1dfee28e16dfb7.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნება სურს, ამას შეძლებს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით.მისი თქმით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ამისათვის საქართველოს საელჩომ აამოქმედა რამდენიმე სადღეღამისო „ცხელი ხაზი“: +972526919092, +972528888513 и +972547386813.„ჩვენ ისრაელში მყოფ მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.გარდა ამისა, საელჩო ეხმარება მოქალაქეებს – დაუკავშირდნენ ავიაკომპანიებს, რათა არ იყოს შეფერხებები ბილეთების შეძენისას. ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად 4-5 რეისი სრულდება.ისრაელში საქართველოს ელჩმა ფრენების გაუქმების შესახებ ინფორმაცია უარყო >>საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელში რჩება ბავშვების ჯგუფი საქართველოდან, რომლებიც იქ სამკურნალოდ იყვნენ ჩასული. სამინისტრო მათ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ან სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს.7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.პალესტინის მოძრაობა „ჰამასის" სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა" და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლები" წამოიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა.
საქართველო
ისრაელი
პალესტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283345386_137:0:2868:2048_1920x0_80_0_0_1cc643dcb8c592a52025a9f51030a256.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პალესტინა, ისრაელი-ჰამასის ომი, ქართული დიასპორა
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პალესტინა, ისრაელი-ჰამასის ომი, ქართული დიასპორა
დარჩიაშვილი: ისრაელში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ
20:05 11.10.2023 (განახლებულია: 15:29 31.10.2023) საქართველოს საელჩო დახმარებას უწევს ჩვენს მოქალაქეებს ისრაელში, ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნება სურს, ამას შეძლებს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით.
„ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქე, ვისაც საქართველოში დაბრუნება უნდა, შეძლებს და დაბრუნდება სამშობლოში”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ამისათვის საქართველოს საელჩომ აამოქმედა რამდენიმე სადღეღამისო „ცხელი ხაზი“: +972526919092, +972528888513 и +972547386813.
„ჩვენ ისრაელში მყოფ მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
გარდა ამისა, საელჩო ეხმარება მოქალაქეებს – დაუკავშირდნენ ავიაკომპანიებს, რათა არ იყოს შეფერხებები ბილეთების შეძენისას. ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად 4-5 რეისი სრულდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელში რჩება ბავშვების ჯგუფი საქართველოდან, რომლებიც იქ სამკურნალოდ იყვნენ ჩასული. სამინისტრო მათ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ან სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს.
„ამის კარგი პრეცედენტები უკვე გვაქვს. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირებას“, – განაცხადა მინისტრმა.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
პალესტინის მოძრაობა „ჰამასის" სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა" და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლები" წამოიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა.