მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ცაჰალმა ლიბანზე სარაკეტო იერიში მიიტანა - ვიდეო

© AFP 2023 / MAHMUD HAMS
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. ლიბანის მხრიდან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყეს, იუწყება „ცაჰალი“.

„ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების საპასუხოდ, რომლებიც ცოტა ხნის წინ ესროლეს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს, ცაჰალი ლიბანის ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებს“, − ნათქვამია ისრაელის არმიის Telegram-არხზე.

ისრაელის ძალების ლიბანზე შეტევის ვიდეოკადრები სოციალური ქსელებით ვრცელდება.
მანამდე ისრაელის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანიდან სასაზღვრო სოფელ არაბ ალ-არამშეს მიმდებარედ განთავსებულ სამხედრო პოსტს ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები დაუშინეს. მოგვიანებით ლიბანურმა შიიტურმა დაჯგუფება „ჰესბოლამ“ დაადასტურა, რომ ნამდვილად დაცხრილა ისრაელის არმიის ობიექტი.
უფრო ადრე „ჰესბოლა“ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციებზე თავდასხმით დაიმუქრა, თუ შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაერევა ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტში. დაჯგუფებამ ეს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ფონზე ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ და მისი დამრტყმელი ჯგუფი გაგზავნა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.
ყველა ახალი ამბავი
0