https://sputnik-georgia.com/20231010/mseneblobis-rirebuleba-agvistosi-gaizarda-statistika-283150645.html
მშენებლობის ღირებულება აგვისტოში გაიზარდა - ახალი სტატისტიკა
მშენებლობის ღირებულება აგვისტოში გაიზარდა - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
თვის ინდექსის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ხელფასების 1,6%-ით გაზრდით. 10.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-10T10:34+0400
2023-10-10T10:34+0400
2023-10-10T15:25+0400
საქსტატი
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0f/279600341_0:129:2730:1665_1920x0_80_0_0_db8b148bf8e43ec8bd1df58fa42f826a.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2023 წლის აგვისტოში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი". უწყების ცნობით, თვის ინდექსის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო სამშენებლო ინდუსტრიაში დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასის 1,6%-ით, ასევე ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის 1,6%-ით ზრდით. 2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 10,9%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 28,1%-ით და სამშენებლო მასალების ფასების 6,2%-ით გაზრდით. რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა>>მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0f/279600341_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_96846915d610b942fe2146498cc366fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
მშენებლობის ღირებულება აგვისტოში გაიზარდა - ახალი სტატისტიკა
10:34 10.10.2023 (განახლებულია: 15:25 10.10.2023) თვის ინდექსის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ხელფასების 1,6%-ით გაზრდით.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2023 წლის აგვისტოში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით. უწყების ცნობით, თვის ინდექსის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო სამშენებლო ინდუსტრიაში დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასის 1,6%-ით, ასევე ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის 1,6%-ით ზრდით.
2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 10,9%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 28,1%-ით და სამშენებლო მასალების ფასების 6,2%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.