https://sputnik-georgia.com/20230807/----------280990832.html
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა
აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე. 07.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-07T10:15+0400
2023-08-07T10:15+0400
2023-08-07T17:25+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0f/279600341_0:129:2730:1665_1920x0_80_0_0_db8b148bf8e43ec8bd1df58fa42f826a.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2023 წლის პირველ ნახევარში ექსპლუატაციაში შევიდა 1.337,1 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 1.465 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 7,3%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 25,4%-ით გაიზარდა.2023 წლის იანვარ-ივნისში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.2023 წლის პირველ ნახევარში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 4 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 5,1 ათასი ნებართვა გასცეს.2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 0,5%-ით შემცირდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი 25,4%-ით გაიზარდა.გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 73,9% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი.კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0f/279600341_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_96846915d610b942fe2146498cc366fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა
10:15 07.08.2023 (განახლებულია: 17:25 07.08.2023) აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2023 წლის პირველ ნახევარში ექსპლუატაციაში შევიდა 1.337,1 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 1.465 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 7,3%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 25,4%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-ივნისში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
2023 წლის პირველ ნახევარში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 4 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 5,1 ათასი ნებართვა გასცეს.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 0,5%-ით შემცირდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი 25,4%-ით გაიზარდა.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 73,9% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.