https://sputnik-georgia.com/20231010/kenwisyra-farulad-tu-riad-deputatebis-azri-gaiyo-283167951.html
კენჭისყრა ფარულად თუ ღიად? დეპუტატების აზრი გაიყო
კენჭისყრა ფარულად თუ ღიად? დეპუტატების აზრი გაიყო
Sputnik საქართველო
ოპოზიცია ცვლილებებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას უკავშირებს. 10.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-10T18:27+0400
2023-10-10T18:27+0400
2023-10-10T22:06+0400
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043900_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_5b20f9e7a3f9bb21f0b59065ca141078.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ცვლილებებმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც გადაწყვეტილებების ღიად მიღებას ითვალისწინებს და არა ფარულ კენჭისყრას, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საპირისპირო შეფასებები გამოიწვია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეაქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული შესწორებები. ცვლილებების თანახმად, იცვლება პარლამენტის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი თანამდებობის პირების არჩევის ან გათავისუფლების შესახებ – გადაწყვეტილებას პარლამენტი ღია და არა ფარული კენჭისყრით მიიღებს. ფარული დარჩება მხოლოდ კენჭისყრა სპიკერის არჩევისას, რაც კონსტიტუციაში წერია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტი ცვლილებებზე მუშაობს, რათა კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს. მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ცვლილებებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას უკავშირებენ. ამ პარტიის დეპუტატ დავით კირკიტაძის განცხადებით, ცვლილებები რეგლამენტში იმიტომ შეაქვთ, რომ მმართველ პარტიაში არავის გაუჩნდეს ცდუნება – რომ არ დაუჭიროს მხარი იმპიჩმენტის პროცედურას. ოპოზიციონერი დეპუტატის პაატა მანჯგალაძის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელში" არ ეშინიათ ღია კენჭისყრის, რამდენადაც ამომრჩევლებისგან არაფერი აქვთ დასამალი, მაგრამ ამ ინიციატივას დეპუტატებზე ზეწოლის საშუალებად მიიჩნევენ. „არავის ეშინია სახელობითი კენჭისყრის. ჩვენ ისედაც ღიად ვაკეთებთ ყველაფერს და არაფერს ვუმალავთ ჩვენს ამომრჩეველს. მაგრამ ეს ხომ ვიცით, რომ არის ზემოქმედების საშუალება, ჩვენზე არა, ვიღაცაზე, სხვაზე, ვისზეც კომპრომატი აქვთ, რომ ის გააკონტროლოს ხელისუფლებამ", – განაცხადა მანჯგალაძემ. დაგეგმილი შესწორებები უკვე შეტანილია ბიუროს განსახილველად. ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი? ირაკლი კობახიძის განმარტება>>მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს, მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას შეუდგება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასკვნას, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. მოსამართლეთა კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ზურაბიშვილს საზღვარგარეთული ვიზიტების უფლება მთავრობის თანხმობის გარეშე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043900_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_4003226af2b810f91aadc26dd7e82656.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
კენჭისყრა ფარულად თუ ღიად? დეპუტატების აზრი გაიყო
18:27 10.10.2023 (განახლებულია: 22:06 10.10.2023) ოპოზიცია ცვლილებებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას უკავშირებს.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ცვლილებებმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც გადაწყვეტილებების ღიად მიღებას ითვალისწინებს და არა ფარულ კენჭისყრას, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საპირისპირო შეფასებები გამოიწვია.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეაქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული შესწორებები. ცვლილებების თანახმად, იცვლება პარლამენტის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი თანამდებობის პირების არჩევის ან გათავისუფლების შესახებ – გადაწყვეტილებას პარლამენტი ღია და არა ფარული კენჭისყრით მიიღებს. ფარული დარჩება მხოლოდ კენჭისყრა სპიკერის არჩევისას, რაც კონსტიტუციაში წერია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტი ცვლილებებზე მუშაობს, რათა კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს.
„პარლამენტარიზმისათვის დამახასიათებელია, რომ პარლამენტარის მიცემული ხმა ნებისმიერ საკითხზე იყოს ღია, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ნათლად წარმოსადეგი. სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ ჩვენც", – განუცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს.
მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ცვლილებებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას უკავშირებენ.
ამ პარტიის დეპუტატ დავით კირკიტაძის განცხადებით, ცვლილებები რეგლამენტში იმიტომ შეაქვთ, რომ მმართველ პარტიაში არავის გაუჩნდეს ცდუნება – რომ არ დაუჭიროს მხარი იმპიჩმენტის პროცედურას.
„ჩვენ მომხრე ვართ იმის, რომ აბსოლუტურად ყველა კენჭისყრა იყოს ღია. საჯაროობის პროცესის მომხრე ვართ, თუმცა ვართ წინააღმდეგი იმ მანკიერებისა, რასაც „ქართული ოცნება" ამკვიდრებს, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ჭრიან და კერავენ კანონებს", – განაცხადა კირკიტაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის პაატა მანჯგალაძის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელში" არ ეშინიათ ღია კენჭისყრის, რამდენადაც ამომრჩევლებისგან არაფერი აქვთ დასამალი, მაგრამ ამ ინიციატივას დეპუტატებზე ზეწოლის საშუალებად მიიჩნევენ.
„არავის ეშინია სახელობითი კენჭისყრის. ჩვენ ისედაც ღიად ვაკეთებთ ყველაფერს და არაფერს ვუმალავთ ჩვენს ამომრჩეველს. მაგრამ ეს ხომ ვიცით, რომ არის ზემოქმედების საშუალება, ჩვენზე არა, ვიღაცაზე, სხვაზე, ვისზეც კომპრომატი აქვთ, რომ ის გააკონტროლოს ხელისუფლებამ", – განაცხადა მანჯგალაძემ.
დაგეგმილი შესწორებები უკვე შეტანილია ბიუროს განსახილველად.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს, მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას შეუდგება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასკვნას, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. მოსამართლეთა კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ზურაბიშვილს საზღვარგარეთული ვიზიტების უფლება მთავრობის თანხმობის გარეშე.