კალაძე: ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო

© Sputnik / Alexander Imedashviliევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
გამოწერა
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ გასულ წელს იმსახურებდა, თუმცა მიღებული იქნა არასამართლიანი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.

„საქართველო აქამდეც იმსახურებდა სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან ძალიან ბევრი განცხადება იქნა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით მიღებული იქნა პოლიტიკური, არასამართლიანი გადაწყვეტილება", – განაცხადა კალაძემ.

ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„მჯერა ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს" - პრემიერი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე>>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - "მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0