https://sputnik-georgia.com/20231010/ekonomikis-ministrma-rkinigzelebs-profesiuli-dre-miuloca-283154867.html
ეკონომიკის მინისტრმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა
ეკონომიკის მინისტრმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
2022 წელს წინა წელთან შედარებით რკინიგზით 21,8%-ით მეტი ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. 10.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-10T13:07+0400
2023-10-10T13:07+0400
2023-10-10T17:19+0400
საქართველოს რკინიგზა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ლევან დავითაშვილი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24036/67/240366798_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_fce978893bb4f4fec2a0cfb1a3d22fb7.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს რკინიგზის ყველა მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, რკინიგზით 21,8%-ით მეტი ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. განსაკუთრებით მზარდია დინამიკა საკონტეინერო გადაზიდვებში – 2022 წელს ეს მაჩვენებელი 19,1%-ით, 2023 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში კი 17,8%-ით გაიზარდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2024 წლისთვის დასრულდება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შედეგადაც შემცირდება ტრანსპორტირების დრო და ხარჯები, გაიზრდება სარკინიგზო მიმოსვლის უსაფრთხოების დონე, ხოლო წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2024 წელს დასრულდება>>„რკინიგზის წარმატებისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა კომპანიის 11 ათასზე მეტ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის და ამით თავიანთი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის – სატრანსპორტო დერეფნის გამართულ ფუნქციონირებაში", – ნათქვამია მილოცვაში. ორი კონტინენტის – აზიისა და ევროპის სარკინიგზო ტრანსპორტით დაკავშირების იდეა XIX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, მისი განხორციელება კი 1865 წელს დაიწყო. 1871 წელს ფოთი–ყვირილას (ახლანდელი ზესტაფონი) მონაკვეთზე გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა. 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა. სწორედ ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის „დაბადების დღედ".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24036/67/240366798_430:292:1862:1366_1920x0_80_0_0_eed30c7af127f0609170ac63ad5e149c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს რკინიგზა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლევან დავითაშვილი, საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლევან დავითაშვილი, საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა
13:07 10.10.2023 (განახლებულია: 17:19 10.10.2023) 2022 წელს წინა წელთან შედარებით რკინიგზით 21,8%-ით მეტი ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს რკინიგზის ყველა მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.
„ზუსტად 151 წლის წინ ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი სატვირთო-სამგზავრო მატარებელი დაიძრა. ამ დღიდან მოყოლებული, საქართველოს რკინიგზას თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში", – ნათქვამია მინისტრის მისალოც წერილში.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, რკინიგზით 21,8%-ით მეტი ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. განსაკუთრებით მზარდია დინამიკა საკონტეინერო გადაზიდვებში – 2022 წელს ეს მაჩვენებელი 19,1%-ით, 2023 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში კი 17,8%-ით გაიზარდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2024 წლისთვის დასრულდება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შედეგადაც შემცირდება ტრანსპორტირების დრო და ხარჯები, გაიზრდება სარკინიგზო მიმოსვლის უსაფრთხოების დონე, ხოლო წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.
„რკინიგზის წარმატებისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა კომპანიის 11 ათასზე მეტ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის და ამით თავიანთი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის – სატრანსპორტო დერეფნის გამართულ ფუნქციონირებაში", – ნათქვამია მილოცვაში.
ორი კონტინენტის – აზიისა და ევროპის სარკინიგზო ტრანსპორტით დაკავშირების იდეა XIX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, მისი განხორციელება კი 1865 წელს დაიწყო. 1871 წელს ფოთი–ყვირილას (ახლანდელი ზესტაფონი) მონაკვეთზე გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა. 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა. სწორედ ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის „დაბადების დღედ".