https://sputnik-georgia.com/20231009/radikaluri-opozicia-unda-dasustdes-kobaxizis-komentari-283134357.html
„რადიკალური ოპოზიცია" მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს - მმართველი პარტიის თავმჯდომარე
„რადიკალური ოპოზიცია" მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს - მმართველი პარტიის თავმჯდომარე
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ „ნაციონალურ მოძრაობას" და მის მომხრეებს. 09.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-09T16:49+0400
2023-10-09T16:49+0400
2023-10-09T20:06+0400
საქართველო
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278753692_0:67:1280:788_1920x0_80_0_0_6eaa342abd20446cbb3879b0d6856b85.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაშლის პროცესი შეუქცევადია და ეს ფაქტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ უფრო გააძლიერებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოზიციებს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. „ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს. მისი თქმით, სასურველია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიცია იყოს ძლიერი. თუმცა, მთავარი პრობლემა აქ მდგომარეობს იმაში, რომ „რადიკალური ოპოზიცია" არის არა ოპოზიცია, არამედ აგენტურა და ამაშია პრობლემის არსი. დატოვებს თუ არა ნიკა მელია „ნაცმოძრაობას“ - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე შეხვედრებს მართავს>>>მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ „ნაცმოძრაობას" და მის მომხრეებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების დაშლა და ერთმანეთთან კონფრონტაცია კიდევ უფრო გაამყარებს მმართველი პარტიის პოზიციებს. გასულ კვირაში მელიამ განაცხადა, რომ ცხრა თვის განმავლობაში „ნაცმოძრაობას" ორ ნაწილად ხლეჩენ, რასაც იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში". ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო. არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს. მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278753692_84:0:1221:853_1920x0_80_0_0_244a5810ceedddc5a45bf403aa69bc2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
„რადიკალური ოპოზიცია" მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს - მმართველი პარტიის თავმჯდომარე
16:49 09.10.2023 (განახლებულია: 20:06 09.10.2023) მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ „ნაციონალურ მოძრაობას" და მის მომხრეებს.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაშლის პროცესი შეუქცევადია და ეს ფაქტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ უფრო გააძლიერებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოზიციებს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„რაც უფრო მეტი სუბიექტი გამოეყოფა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ან პარტია „ნაცმოძრაობას", მით მეტი სუბიექტი დარჩება ბარიერს მიღმა და საბოლოო ჯამში მით ნაკლებ მანდატს მიიღებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა" საქართველოს პარლამენტში", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სასურველია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიცია იყოს ძლიერი. თუმცა, მთავარი პრობლემა აქ მდგომარეობს იმაში, რომ „რადიკალური ოპოზიცია" არის არა ოპოზიცია, არამედ აგენტურა და ამაშია პრობლემის არსი.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ „ნაცმოძრაობას" და მის მომხრეებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების დაშლა და ერთმანეთთან კონფრონტაცია კიდევ უფრო გაამყარებს მმართველი პარტიის პოზიციებს.
„პარტიები იშლება, მათ ერთმანეთთან აქვთ დაპირისპირებები. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება არჩევნებამდე. შესაბამისად, ჩვენ ისედაც მყარი პოზიციები გვაქვს საარჩევნოდ და დარწმუნებული ვართ, ეს პროცესი კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს საარჩევნო პოზიციებს", – განაცხადა კობახიძემ.
გასულ კვირაში მელიამ განაცხადა, რომ ცხრა თვის განმავლობაში „ნაცმოძრაობას" ორ ნაწილად ხლეჩენ, რასაც იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.